21-ე საუკუნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ხანაში, ყველა თანხმდება - იმისთვის, რომ დღეს, შენი ბიზნესი იყოს სანდო, სოლიდური და წარმატებული, აუცილებელია გქონდეს ეფექტური ვებგვერდი და აქტიურად პოზიციონირებდე იმ სივრცეში, სადაც მომხმარებელს ყველაზე მეტად სჭირდები.
აქამდე, ეს არც ისე მარტივი ამოცანა იყო, რადგან სრულყოფილი ვებგვერდი, საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში, ფუფუნების საგნად იყო მიჩნეული. მცირე და საშუალო ბიზნესები ხშირად, თავს იკავებდნენ მასზე ოცნებისგან, მაღალ შემოსავლიანი კომპანიები კი უპრობლემოდ იხდიდნენ ბევრ ნულს პროდუქტში, რომლის მიღებაც ამიერიდან, უკვე, ძალიან იაფად და მარტივად არის შესაძლებელი ნებისმიერი მსურველისთვის.
დიახ, დღეს სულ სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ, რადგან ბაზარზე გამოჩნდა ინოვაციური ინტერნეტ მარკეტინგული კომპანია Goodweb-ი, რომლის ხედვები და ფასთა პოლიტიკა მთლიანად შემუშავებულია არა კომპანიის ვიწრო ინტერესებიდან, არამედ ქართული რეალობის მოთხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე.
მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, საერთო იდეის და კეთილი მიზნების გარშემო გაერთიანებულმა „Goodweb“-ის დიდმა და მოტივირებულმა გუნდმა ჩამოაყალიბა ინოვაციური პლატფორმა, რომელიც შესაძლებელს ხდის სრულყოფილი ვებგვერდის ან ინტერნეტ მაღაზიის ყოველთვიური ანგარიშსწორებით, სერვისის სახით მიღებას.
„Goodweb“-ი ამ მხრივ ერთადერთია დღეს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობთ როგორც ვებგვერდის მზა, ისე ინდივიდუალურ დიზაინებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დამკვეთი დამატებით საჩუქრად იღებს ისეთ ძვირადღირებულ სერვისებს, როგორიცაა ვებგვერდის დიზაინი, რეკლამა, მარკეტინგული კონსულტაცია, კორპორაციული მეილი, მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა თუ სხვა.. შესაბამისად კომპანია მომხმარებელთან თანამშრომლობას არ ასრულებს ვებგვერდის ინტერნეტ სივრცეში გაშვებით, პირიქით, ის მუდმივად ზრუნავს საიტის დაცვაზე, გამართვასა და განახლებაზე. ზოგადად კი - მომხმარებლის წარმატებაზე ინტერნეტ სივრცეში.
მაშ ასე, რეალობა უკვე შეცვლილია და თქვენ თავად განსაზღვრეთ პასუხი კითხვაზე: რატომ უნდა გადაიხადოთ რაიმეში ძვირი, როცა არსებობს მისი ეფექტური ალტერნატივა?
მასალის გამოყენების პირობები






