"აქ მოხდება მკვლელობა! სახურავს ხელი ვინმემ არ მოკიდოს!" - მიმართა ადგილზე შეკრებილებს ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.
გარემოვაჭრეების თქმით, მათ ალტერნატიულ ფასს არავინ სთავაზობს და მათი ჯიხურების დემონტაჟიც გაფრთხილების გარეშე დაიწყეს, რაც მათ პროდუქციას საფრთხეს უქმნის.
ჯიხურების დემონტაჟის ფაქტს დადებითად აფასებს დინამო არენას წარმომადგენელი. მათი თქმით მათ ტერიტორიაზე აღნიშნული ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.
გარემოვაჭრეების პროტესტი გრძელდება მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეც, მათ აკრძალვის მიუხედავად საკუთარი პროდუქცია გასაყიდად აღნიშნულ ადგილზე მაინც მიიტანეს. როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, მათ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები ექმნებათ.
მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






