ნაძალადევში საყრდენი კედლების მშენებლობა 5 მისამართზე მიმდინარეობს
საზოგადოება - 12:46, 30 Mar, 2017     1281
ნაძალადევის რაიონში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ამ დროისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 5 მისამართზე მიმდინარეობს: ინანიშვილის ქ. #4, უიარაღოს II შესახვევი #3-3ა, მაღაროს ქ. #8, ლოტკინის ხევი #38, ქსნის ქ. #12. სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ხდება მიწის დამუშავება-გატანა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობა და ლითონის დამცავი ღობის მონტაჟი. მიმდინარე პროექტებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.

„საკმაოდ რთულ სამუშაოს ასრულებენ კონტრაქტორი კომპანიები. განსაკუთრებით, რთული ობიექტია ინანიშვილის #4, სადაც კლდის ხელით დამუშავება უწევთ მშენებლებს. ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია მოსახლეობის და საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

მიმდინარე პროექტების საერთო ღირებულება 199 633 ლარია. აღნიშნული მისამართების გარდა, კედლების მშენებლობა დაიწყება კიდევ 6 მისამართზე. ასევე, წლის ბოლომდე ტენდერის გამოცხადება იგეგმება 10-მდე საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42