5 შვილის დედას საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 15:18, 29 Mar, 2017     160892
21 საუკუნეში ადამიანს ერთი წუთი თავისუფალი დრო არ აქვს, რომ თავისი საზრუნავის გარდა, სხვისი პრობლემები შეამჩნიოს. ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოვახერხეთ ახალი ფეხსაცმლის ყიდვა, ვნერვიულობთ, რომ ვერ წავედით დასასვენებლად – ვიღაცას კი დაძინება ეშინია, გაუსაძლისმა ტკივილმა რომ არ გაანადგუროს, ეშინია, რომ 30 წლისა სიმსივნისგან გარდაიცვლება, ვიღაც კი მთელი დღე ტირის, იმის გამო, რომ დედიკოს გარეშე დარჩება.

თუ გაინტერესებთ, ჩვენ დაგანახებთ სხვა სამყაროს, გაგაცნობთ ბავშვებს, რომლებსაც სრული ბედნიერებისთვის აიფონის ბოლო მოდელი არ სჭირდებათ, მათ უბრალოდ უნდათ, რომ დედამ იცოცხლოს!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში დახმარების თხოვნით შალვა აბულაძემ – 5 მცირეწლოვანი ბავშვის მამამ მოგვმართა. მისი ოჯახის ისტორიამ მთელი ფონდის კოლექტივი დაგვზაფრა!

„ობლობაში გავიზარდე – გვიყვებოდა შალვა – როდესაც ლალი გავიცანი და ოჯახი შევქმენით, ძალიან გვინდოდა, ბევრი შვილი გვყოლოდა. ღმერთმა 5 ვაჟკაცი გვაჩუქა, სრული ბედნიერებისთვის ვოცნებობდით გოგონებიც გვყოლოდა. დღეს და ღამეს ვასწორებდი მუშაობაში, რომ ბავშვებისთვის არაფერი მომეკლო და სამაგალითო ოჯახი მქონოდა“ – შალვამ საუბარი ვეღარ გააგრძელა და ატირდა.

2 წლის წინ, მის ორსულ მეუღლეს უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს – მელანომა (კანის ავთვისებიანი სიმსივნე). ასეთი დარტყმის გადატანას და სულის სიმტკიცის შენარჩუნებას, ალბათ ბევრი ვერც კი შეძლებდა! შალვამ ბავშვების მოვლა და ცოლზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო, რის გამოც სამსახურისთვის თავის დანებება მოუხდა. 2016 წელს ლალის პირველი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთი წლის თავზე – მეორე... მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო, ლალიმ საწოლიდან წამოდგომა და რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლო. მაგრამ იმის გამო, რომ ოჯახს ძვირადღირებული მედიკამენტების ყიდვა აღარ შეეძლო, მკურნალობა ვეღარ გააგრძელეს და ლალის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

ამჟამად აბულაძეების ოჯახის მდგომარეობა სავალალოა. სოციალური დახმარების ამარა არიან დარჩენილები, რაც არაფერში ჰყოფნით. პროდუქტებით მეზობლები ეხმარებიან. შალვა ყველა ღონეს ხმარობს, რომ მეუღლეს თავისი განსაცდელი არ დაანახოს. ის უვლის ბავშვებს, რეცხავს, ალაგებს, აბანავებს და აძინებს პატარებს... სნეული მეუღლის მოვლაც არაა ადვილი, მაგრამ შალვა ამასაც უმკლავდება.

8 წლის ილია, 7 წლის თორნიკე, 5 წლის ლუკა, 3 წლის ანდრია და 1 წლის დემეტრე გვთხოვენ დედა გადავურჩინოთ, მათ მხოლოდ ერთი ოცნება აქვსთ – რომ დედიკო დიდხანს ჰყავდეთ გვერდით. ბავშვები ერთი წუთითაც არ ტოვებენ დედას, პატარა ანდრიას კი მასტან ერთად სძინავს. დედიკოს ძილს დარაჯობს, მის გულისცემას უსმენს...

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას აბულაძეების ოჯახის დასახმარებლად. ოჯახს სასწრაფოდ სჭირდება სამკურნალო თანხა, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და ტანსაცმელი.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აბულაძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/donate/185/

მცირეოდენი თანხის შემოწირვითაც კი, თქვენ მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლეს კი არ იხსნით, არამედ 5 პატარა ბიჭს ყველაზე დიდ ოცნებას აუსრულებთ – რომ დედიკომ იცოცხლოს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42