საქართველოს მოქალაქეებს ვილნიუსის აეროპორტში განსაკუთრებულად დახვდნენ. დღეს საქართველოდან პირველი რეისი ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით განხორციელდა.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, ვილნიუსში ჩაფრენილ საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში საქართველოსა და ლიტვის დროშებით გაფორმებულ დარბაზში დახვდნენ. მათ დაახვედრეს ბორჯომი, ქართული ღვინო, , სიმბოლური საჩუქრები და ნამცხვრები, ევროკავშირის, საქართველოსა და ლიტვის დროშებით.
საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქალაქის მერი და ლიტვაში საქართველოს ელჩი დახვდა.
საქართველოს მოქალაქეებს სიუპრიზი მოუწყო ვილნიუსის მერმაც. როგორც რემიგიუს შიმაშუში ფეისბუკზე იტყობინება, საქართველოს მოქალაქეებს ქალაქში ბანერი დახვდებათ წარწერით - " ახლოს, ვიდრე ოდესმე."



მასალის გამოყენების პირობები






