28 მარტს საქართველოს უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად ამოქმედდა, ახალი რეჟიმის ფარგლებში უკვე ასეულობით ადამიანმა ისარგებლა, თუმცა, რისკი იმისა, რომ რომელიმე შენგენის ზონის ქვეყანაში არ შეუშვან ესა თუ ის მოქალაქე კვლავ დიდია. სწორედ ამიტომ სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ შექმნა სპეციალური პაკეტი, რომლის თანახმადაც შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის შემთხვევაში კომპანია ლიმიტის ფარგლებში თანხებს აანაზღაურებს.
ხარჯები აგინაზღაურდებათ, თუ ტური გაუქმდა შემდეგი მიზეზებით:
შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი
სასამართლოში მოწმის სახით ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკითხვაზე გამოძახება
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა
დაზღვეულის ან მისი ოჯახის წევრის გარდაცვალება
დაზღვეულის ან მისი ოჯახის წევრის უეცარი და მოულოდნელი ავადმყოფობა და ტრავმა
საცხოვრებელი სახლის/ბინის განადგურება ან დაზიანება
რა ხარჯები აგინაზღაურდებათ?
ავიაბილეთის საფასური
სასტუმროს საფასური
ტურის დაზღვევის ღირებულება

მასალის გამოყენების პირობები






