31 მარტის, 18:00 საათზე სრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი. ბოლო მონაცემებით რეგისტრაცია 32 500-მდე აბიტურიენტმა გაიარა“
„შეგახსენებთ, რომ ძირითად ეტაპზე პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითებაა აუცილებელი. ამის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 20 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა ან დამატება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულ ენაზე შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულ, სომხურ და ა.შ. ენებზე). ამ ეტაპის დასრულებისთანავე საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება.
საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა თუ შეცვლის დრო აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.
ჩვენო აპლიკანტებო, აბიტურიენტებო, გთხოვთ კიდევ ერთხელ დეტალურად გაეცნოთ რეგისტრაციის ვადებსა და ინსტრუქციას. აქვე აღვნიშნავთ, რომ 31 მარტის 18:00 საათის შემდეგ მსურველები ვეღარ დარეგისტრირდებიან.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები