"შვილი მამას ჩააკვდა ხელებში"- რატომ მოკლეს 28 წლის ბიჭი, დეტალები ნაფარეულიდან
კრიმინალი - 16:01, 28 Mar, 2017     41276
გამოძიების ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 28 წლის ვალოდია გაიმასიანი საკუთარმა მეზობელმა 22 წლის ახალგაზრდამ სანადირო თოფიდან ორი გასროლით მოკლა.

საზარელ შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, საზღვარგარეთიდან რამდენიმე თვის წინ ჩამოსული შვილი მამას ხელებში ჩააკვდა.

რა გახდა მკვლელობის მოტივი უცნობია. მოარული ხმების თანაცმად კი ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

როგორც სოფელ ნაფარეულის გამგეობის სპეციალისტმა ნინო ბაინდურაშვილმა “ნიუპოსტს“ უთხრა, არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა ვალოდია გაიმასიანს დაურეკა და სოფელში მდებარე სტადიონზე დაიბარა, სადაც ორი გასროლით მოკლა.

„ შელაპარაკება მოსვლიათ, რა საკითხზე მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია. არც ერთი მხარე შესაძლო მოტივზე არ საუბრობს. დაზარალებულებთან ამ საკითხზე საუბარი უხერხულია. რაც შეეხება დაკავებულის ახლობლებს, ისინიც არაფერს ამბობენ. ველოდებით გამოძიების შედეგებს"- აცხადებს ნაფარეულის გამგეობის სპეციალისტი.

ნინო ბაინდურაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სოფელში მომხდარის ირგვლივ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით კი უთანხმოება საყვარელ ქალს და ეჭვიანობას უკავშირდება.

"ზოგი ამასაც ამბობს, ზოგი სხვა რამეს, ფაქტობრივად მოტივი დაუდგენელია. იმედია სიმართლე სასამართლოზე გაირკვევა. როგორც ამბობენ, შელაპარაკდნენ, დაკავებულმა კი დაურეკა და სახლიდან გაიყვანაო. შვილი რომ სახლიდან გავიდა, მამაც გამოჰყვა, დაჭრილი შვილი მამას ჩააკვდა ხელში"- აცხადებს "ნიუპოსტთან" ადგილობრივი.

ნინო ბაინდურაშვილი დაკავებულსაც და გარდაცვლილსაც დადებითად ახასიათებს. მისი თქმით, ვალოდია გაიმასიანი ​უცხოეთიდან რამდენიმე თვის დაბრუნებული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ნაფარეულში მკვლელობა გახსნილია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 28 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1995 წელს დაბადებული გ.ძ.ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავენულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ძ.-მ თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 1989 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ.ძ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - არარეგისტრირებული სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)"- აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42