უვიზო მიმსოვლა შენგენის ზონაში რამდენიმე საათში ამოქმედდება. საქართველოს აეროპორტები, საიდანაც ევროპაშო რეგულარული რეისები სრულდება, ხვალინდელი დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.
ქუთაისის აეროპორტში, ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მიღება მგზავრებს საინფორმაციო მაგიდასთან შეეძლებათ. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით, აეროპორტის ადმინისტრაციამ თანამშრომლები სპეციალურად გადაამზადა.
საზღვრის გადაკვეთამდე, მესაზღვრეები მგზავრებს ყველა დოკუმენტს შეუმოწმებენ. პატრულ-ინსპექტორი მიაწვდის მათ ინფორმაციას რა დოკუმენტს შესაძლოა ჰქონდეს პრობლემა და რა შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს მგზავრთან ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შესვლის დროს მესაზღვრეს რის გამოც შესაძლოა, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცენ. ამ სავალდებულო პროცედურებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს ოფიციალური ბრძანება გამოსცა. უსაფრთხოებასა და სავალდებულო პროცედურების დაცვაზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება.
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი უკვე გაზრდილია. აეროპორტების გაერთიანებამ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების გამო აეროპორტში მგზავრთა კიდევ ერთი გასასვლელი დაამატა. თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრების გადასაყვანად დაემატა სამგზავრო ავტობუსებიც.
ქუთაისის აეროპორტის მმართველ კომპანიაში აცხადებენ, რომ ევროპის სხვადასხვა ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული უახლოეს მომავლში, ქუთაისიდან ფრენა ევროპის ქვეყნებში რამდენიმე ახალი მიმართულებით დაინიშნოს.
მასალის გამოყენების პირობები






