ფადი ასალის ანატომია - როგორ გახდა ქათმის ბარკლებითა და ბანანებით მოვაჭრე საქართველოში „წარმატებული“ ბიზნესმენი
საზოგადოება - 19:41, 27 Mar, 2017     14436
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი უსირცხვილოა და ეს ბრალდება კი არა, თვითაღიარებაა. ყოველ შემთხვევაში, ორიოდ დღის წინ, გადაცემა „ანალიტიკას“ პირდაპირ ეთერში ფადი ასლიმ საკუთარი თავი სწორედ ამ სიტყვით დაახასიათა, ანუ მაშინ, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებდა, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს, რომელმაც თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები 92 მილიონით დააჯარიმა, ლიბანელმა ბიზნესმენმა ჯერ კორუმპირებული უწოდა, შემდეგ კი, ასეთი ფრაზა თქვა: „ესეთ უსირცხვილო ადამიანს ჩემნაირი უსირცხვილო სჭირდება, რომ მას საკუთარი სახელი მიანიჭოს!“ ზოგადადა, არავინ უარყოფს, რომ ქართულ სასამართლოში გარკვეული პრობლემებია, მაგრამ იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც არაერთ სკანდალშია გახვეული, მოსამართლის კორუფციაში უაპელაციო დადანაშაულება, მინიმუმ, უხერხულია. ამასთან, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ფადი ასლის ამ ბრალდებას შესაძლოა, პოლიტიკური ინტერესე ამაგრებდეს. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ მისტერ ფადი, რომელამაც ქართულ საზოგადოებას თავი ქათმის ბარკლებისა და ბანანების გაყიდვით დაამახსოვრა, იმთავითვე ნაციონალების აპეკუნია. ამასთან, ისინი, ვინც ბიზნესკულუარებში კარგად ერკვევიან, ფადი ასლის მიმართ ისეთი ეპითეტების გამოყენებესაც არ ერიდებიან, როგორიცაა, მაგალითად, „თაღლითი“, „შანტაჟისტი“ და ასე შემდეგ.

მაინც, ვინ არის ფადი ასლი და როგორ გახდა ბანანებით მოვაჭრე საქართველოში არათუ გავლენიანი ბიზნესმენი, არამედ, საერთაშორსიო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი? ზოგადად, მის შესახებ Googl-ის საძიებო სისტემაში ბიოგრაფიული მონაცემები თითქმის არ იძებნება, ანუ მხოლოდ ის ვიცით, რომ ლიბანელია და ჩვენს ქვეყანაში პირველად 18 წლის წინ, ესე იგი, 1999 წელს გამოჩნდა, თუმცა რა მიზნით, ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. ადამიანები, რომელთაც ფადი ასლთან სხვადასხვა დროს გარკვეული შეხება ჰქონიათ, ამბობენ, რომ იმ დროს, როცა საქართველოში გამოჩნდა, ბატონ ასლის საკუთარი ბიზნესი არ ჰქონდა, ანუ ერთ-ერთმა მსხვილმა იმპორტიორმა, რომელიც მსოფლიოში ბანანის ბიზნესითაა დაკავებული, ფადი ასლი საქართველოში ისე გამოგზავნა, როგორც საკუთარი „ხელის ბიჭი“ და ბანანის დისტრიბუციისთვის თვალის დევნება დაავალა. ამ თემაზე რამდენიმე წლის წინ, ბიზნესმენმა ვახტანგ ბეგიაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნა. კერძოდ, ბეგიაშვილმა, რომლის ოჯახიც „ნაციონალურ ჯოჯოხეთს“ ვერ გადაურჩა, დაწერა:

„ამ კაცის ისტორია ვინც არ იცით, ძალიან საინტერესოა... ფაქტიურად, ფადი არაბი ჯაყოა!.. 0 წლის წინათ, ერთმა არაბმა ბიზნესმენმა გამოაგზავნა თბილისში ბანანების გასაყიდად (გამყიდვლად). ჩამოვიდა ფადი თბილისში და დაიწყო ბანანების გაყიდვა, როგორც მის პატრონს უნდოდა, მაგრამ პირად საუბარში არსად ამბობდა, რომ ბანანები მისი არ იყო და ის, უბრალოდ, დაქირავებული გამყიდველი იყო. თავს ისე ასაღებდა, თითქოს ეს ბიზნესი მისი ყოფილიყო. საღამოობით, ბანანის გაყიდვებით დაღლილი სხვადასხვა ძვირადღირებულ კაფის ხშირი სტუმარი იყო და ლამაზმან ქართველ გოგონების გარემოცვაში ყვებოდა, თუ რა დიდი ბიზნესმენი იყო და ხან შეიხის შვილად ასაღებდა თავს, ხან - ძმიშვილად. რა თქმა უნდა, ბანანების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილსაც მეპატრონეს ჰპარავდა. 3 წლის შემდეგ, მეპატრონე მიხვდა, რომ შემოსავალი, რომელიც უნდა მიეღო, საქართველოდან ნაკლები მოსდიოდა და გადაწყვიტა, ჩამოსულიყო თბილისში და ადგილზე გაცნობოდა სიტუაციას. თბილისში ჩამოსული მეპატრონე სახტად დაჩა; ფადი ასლი (უბრალო გამყიდველი) ქართველებმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს; ძვირადღირებული მანქანების ექსკორტით და დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა თბილისში თბილისის ლამაზმანებით გარშემორტყმული. ძვირადღირებული სახლი ჰქონდა ნაქირავები და ხელში „ვერტუ“-ს ტელეფონებით დავალებებს აძლევდა ქართველ ბიზნესმენებს და ჩინოვნიკებს.

ეს ისტორია ძალიან კარგად ვიცი იმიტომ, რომ „თბილისი მარიოტში“, 7 წლის წინ, შემთხვევით გავიცანი ფადი ასლის (ბანანების გამყიდვლის) მეპატრონე და აღტაცებული მიყვებოდა: ეს კაცი თბილისში გამოვგზავნე, რომ ბანანი გაეყიდა და ქართველებმა ის ლამის პრემიერ-მინისტრად გახადესო, თან მაგრად იცინოდა, ეგეთი თანამშრომელი და მაგაზე უკეთესები მთელ მსოფლიოში 2 500 მყავს და კიდევ ხომ არ გამოვაგზავნო ეკონომიკის, ან ფინანსთა მინისტრად საქართველოშიო.

სხვათა შორის, იმ პერიოდში სასამართლო პროცესი გაიმართა მეპატრონესა და გამყიდველს შორის თბილისში (ამაზე ჩვენი გაზეთები წერდნენ) და მეპატრონემ მოიგო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ყველა ფადი ასლის ეხმარებოდა და ჩამოართვა ბიზნესი ამ არაბ ოსტაპ ბენდერს.

ეს ისტორია დღეს გამახსენდა ამ არაბი ჯაყოს განცხადებებზე. გასაგებია ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ, მაგრამ „ღორის ტილს ფეხზე, რომ დაისვამ თავზე აგაცოცდებაო“ . ისე, მიკვირს ფადი ასლი თაღლითობის მუხლს როგორ გადაურჩა სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, მაგრამ სააკაშვილი თავისიანებს ხომ არ სჯიდა - ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო.

ასე რომ, ამ კაცის (გამყიდველის) განცხადებას რომ ვკითხულობ, მაგრად მეცინება. მე რომ გავგზავნო ბეირუთში გამყიდველი მივლინებაში და იქაურ პრემიერ-მინისტრს ჭკუის სწავლება რომ დაუწყოს, რა დღეში აღმოჩნდება წარმოდგენაც კი მიკვირს.... „დაგუგლეთ“ ფადი ასლი და ბევრ თაღლთობას წააწყდებით ამ კაცის მოღვაწეობიდან.“

ლიბანელმა ფადი ასალიმ, ბანანის პარალელურად, საქართველოში ხელი ქათმის ბარკლების იმპორტსაც მიჰყო - ე.წ. „სადიას ბარკლები“ შემოჰქონდა, თუმცა ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“ გაჩნდა ინფორამცია, რომ ეს ბარკლები გენომოდიფიცირებული იყო. ამასთან, ითქვა ისიც, რომ ფადი ასლი ბიზნესს კანონის გვერდით დარღვევით აწარმოებდა, ანუ მან ხელისუფლებაში მფარველების მოძებნა მოახერხა, რომელთა ხელშეწყობითაც ქათის ბარკლები საქართველოში განბაჟების გარეშე შემოჰქონოდა და ამ გზით დიდძალ ფულს შოულობდა. ამ თემასთან დაკავშირებით იმდროინდელ ქართულ პრესაში (გაზეთ „ახალი ვერსია“) სტატია - „რას აკეთებს აშშ-ის სავაჭრო პალატას ამოფარებული ლიბანელი ფადი ასლი საქართველოში“ გამოქვეყნდა, რომელშიც ვკითხულობთ:

„იმ ქვეყნის შვილი, რომელიც აშშ-მ ტერორიზმის ერთ-ერთ ბუდედ გამოაცხადა, საქართველოს მოსახლეობას წამლავს. შობა-ახალ წელს ყველა ქვეყანა განსხვავებულად ხვდება. საქართველო ბარკლებს შუა ამოდებული ეგებება ახალ წელს - ამჯერად, საქართველოს მოსახლეობას ლაჯებშუა არაბი იდებს, ოღონდ თუ საუკუნეების წინ ეს ძალდატანებით ხდებოდა, დღეს საქართველოს ხელისუფლება თავისი ნებით უწვება არაბს, უფრო ზუსტად, საკუთარ ხალხს უწვენს.

აშშ-ის სავაჭრო პალატას ამოფარებული ფადი ასლი გაყინული ქათმების, ბარკლებისა და კუჭ-ნაწლავის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში და თავისი შორეული წინაპრების ზუსტი ასლი, მათ მიერ დაწყებულ საქმეს არანაკლებ ღირსეულად და გაცილებით რაფინირებულად ასრულებს. ლიბანელ ფადის საქართველოში მის მიერ ფართოდ რეკლამირებული „სადიას“ პროდუქცია შემოაქვს. უფრო კონკრეტულად, საშობაო-სახალაწლო საჩუქრად მან „გურჯებს“ მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ქათმის ფილე და კუჭები ჩამოგვიტანა! არავინ იცის, როგორი იქნება ვადაგასულ პროდუქციაზე გაზრდილი საქართველოს მომავალი თაობა, მაგრამ ფადის რა?! - გასდის და შემოაქვს. თანაც, ვაი მას, ვინც გაბედავს ხმის ამოღებას და მის, როგორც „ამერიკელი ინვესტორის“ იმიჯს შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ ფადი ასლის „მოღვაწეობა“ ინვესტორის ვერანაირ განმარტებას ვერ ერგება - ბარკლები და კუჭ-ნაწლავი ეკონომიკის აყვავებას რომ უწყობდეს ხელს, ეგ ჩვენიც საკმარისი გვაქვს, თანაც ფადის (და მსგავსთა) ქართველი „კრიშების“ ახლომხედველობა გვაოგნებს - თუ ასე გულმოდგინედ დატიკნიან საქართველოს მოსახლეობას ვადაგასული და გამოუსადეგარი პროდუქციით, მალე შეიძლება გამოსაკვებიც არავინ დარჩეს... როცა საქმე, ღირსებასთან ერთად, ჩვენს სიცოცხლეს ეხება, იქნებ, ახლა მაინც ვკითხოთ ხელისუფლებას - როდემდე უნდა წამლავდეს საკუთარ ხალხს თავისი ნებით და საეჭვო წარსულის ბიზნესმენის ხელით; სადამდე შეიძლება, გვაყვედრიდნენ ასეთი „ინვესტორები“ ვადაგასულ და უხარისხო პროდუქციას, რატომ და ვისი ხელშეწყობით იქცა საქართველო საქონლის უზარმაზარ ბაგად, რომელსაც მსოფლიოს ნარჩენებით კვებავენ.

ფაქტი ერთია, საქართველო მსოფლიო მასშტაბით ხელმოცარული და სახელგატეხილი „ბიზნესმენ-ინვესტორების“ მყუდრო თავშესაფრად და მათი ბიზნესის აყვავების ადგილად იქცა. ბუნებრივია, მათ უკან წილებით ჯიბეგავსებული ქართველი „კრიშები“ დგანან. დღემდე არავის უფიქრია, რეალურად შეემოწმებინა რა ბიოგრაფიის და წარსული დამსახურების ინვესტორები მოილტვიან საქართველოში. ყველა სიკეთესთან ერთად, საქართველოში მყოფი „ინვესტორ-ბიზნესმენების“ სოლიდური ნაწილი გამოცდილი შანტაჟისტიც არის. საკმარისია, იშვიათად, მაგრამ მაინც გამოსაფხიზლებელმა ქართველმა პარტნიორმა ან მომხმარებელმა მას ურთიერთობების ცივილური ფორმა შესთავაზოს, თუნდაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება ან პროდუქციის ხარისხის შემოწმება, საქართველოს თავზე შავი ღრუბლები იკვრება. სცენარი ერთია და კარგად აპრობირებული - იწყება შანტაჟი, საქართველოში უცხოელ ინვესტორებს ავიწროებენ, ჩვენ წავალთ, მაგრამ აქ ქვა ქვაზე აღარ დარჩება, სტრასბურგის სასამართლოში გიჩივლებთ, სახელსაც გაგიტეხთ და იმ ფულსაც გადაგახდევინებთ, რომელიც არასდროს შემოგვიტანია (როგორც წესი, შემოტანილი ინვესტიციის, უფრო სწორედ, საქმეში ჩადებული ფულის რაოდენობას ერთიათად ბერავენ, ანუ მოკლედ, რომ ვთქვათ, თავზე გვასვრიან და ჩვენ იმის სურვილიც არ გვიჩნდება, რომ შევამოწმოთ - რას ან ვის ვუხრით თავს. როდესმე დავინტერესდით, ამ ჩვენს შანტაჟისტ ბიზნესმენ-ინვესტორებს რომელიმე სასამართლო პროცესი მოეგოთ, ან, საერთოდ, რა სახელით სარგებლობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ? რა თქმა უნდა, - არა. ჩვენ, სამწუხაროდ, კარგად მხოლოდ ერთ როლს ვირგებთ - ერი და ბერი თავზე მიწას (და არა მხოლოდ) წავიყრით და იმასაც უპერსპექტივოდ გავაჩუქებთ, თუ რამე გასაყიდი და საჯიჯგნი დაგვრჩა... გაცხარებით ვილუკმებით ფადი ალისგან ნაყიდ ვადაგასულ პროდუქციას - ღმერთმა ნუ ქნას და, ყლაპვის ტემპი ვინმემ დგვიბრუნოს, მერე ნახეთ ფადის მიერ აშშ-ის სავაჭრო პალატის სახელით მანიპულირება.

თვითგადარჩენის ინსტიქტმა თუ მაინც შეგვახსენა თავი, იქნებ კითხვა გაგვიჩნდეს - ამ ჩვენი ვადაგასული კუჭებითა და წაბილწული თავებით, როგორ მომავალს დავუტოვებთ ქვეყანას ან დავუტოვებთ კი საერთოდ?! თუ კითხვა გაჩნდა, შეიძლება პასუხმაც არ დაიგვიანოს.“

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებში „ვარდოსნები“ მოვიდნენ, ფადი ასლის ვადაგასული ბარკლები აღარავის გახსენებია, რადგან მოარული ინფორმაციით, ლიბანელმა სააკაშვილის გუნდთან ურთიერთობა დაალაგა, რაშიც, ასევე მოარული ინფორმაციით, ცოლყოფილი დაეხმარა (ისე, ზოგი იმასაც ამბობს, რომ ქართველ ლამაზმანთან ურთიერთობა ლიბანელმა სწორედ ამ მიზნით დაიწყო, თუმცა პირად ურთიერთობებზე საუბარი მაინცდამაინც კარგი ტონი არ არის). მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, შანტაჟში ეჭვმიტანილმა ფადიმ თავის ძველ მეთოდებს მიმართა და „ოცნების“ დაშანტაჟება სცადა. ეს ამბავი კი ასე მოხდა: 2015 წელს, opendemocracy.net-ზე კახა ბენდუქიძის შესახებ სტატია გამოქვეყნდა, რომელსაც ფადი ასლიმ, კომენტარის სახით, მიაწერა: „დღეს ბიზნესმენებს აღარ სვამენ ციხეში და ბიზნესს აღარ ართმევენ, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არ ამოუღიათ შემოსავლების სამსახურის სიიდან. ისინი ხდებიან მუქარის მსხვერპლი (black mail), ზოგ შემთხვევაში, იარაღის მუქარის მსხვერპლიც და ეს კარგად არ აისახება ქვეყნის ბიზნეს კლიმატზე. მე ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველომ ვერ გამოიყენა წარმატებების ფანჯარა.“

თაღლითობასა და ათასგვარ მაქინაციაში ეჭვმიტანილ ლიბანელის ამ შეფასებას უმალ გამოეხმაურა მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი და ბატონი ასლის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა: „ეს ისეთი ბრალდებაა, რომელზეც კონკრეტულად, ფაქტებით უნდა გვითხრას, მაგალითად, იარაღის მუქარით რომელი ბიზნესმენი გაძრცვა დღევანდელმა ხელისუფლებამ“.

ფადი ასლის გოგი თოფაძეც გამოეხმაურა, ქათმის ბარკლები გაახსენა და მას „ნაძიარალა“ უწოდა: „ახლა ფადი ასლის უნდა წამოწიოს თემა, რომ ვითომდა ახალი ხელისუფლება ბიზნესმენებს ჩაგრავს. მაგაზე მთხოვს პასუხს. თუ ბიზნესმენებს ჩაგრავენ, 14 წელი რომ საქართველოში მოღვაწეობს და მილიონები წაიღო საქართველოდან, რატომ არ იღებდა 9 წლის მანძილზე ხმას, ბიზნესმენებს რომ ბოთლზე სვამდნენ, აწამებდნენ, ციხეში სვამდნენ და ღამის 3 საათზე, ნაწამებ ბიზნესმენს ნოტარიუსს რომ მიუყვანდნენ და ხელს აწერინებდნენ ბიზნესის გასხვისებაზე. ეს ხომ მასობრივი იყო. მაშინ მაგ ნაძირალამ ხმა არ ამოიღო.

ფადი ასლი წინა ხელისუფლების დროს ხელშეუხებელი იყო და ყველაფრის უფლება ჰქონდა. რასაც უნდა იმას აკეთებდა და ამაში დიდ ფულს შოულობდა. საიდანღაც ჩამოეთრა, მილიონები ჩვენი ხალხის დაწამვლის ხარჯზე იშოვა, ბარკლები მაგას შემოჰქონდა, ბანანი და კიდევ ათასი რამე.“

ამასთან, გოგი თოფაძემ იეჭვა, რომ ფადი ასლის შემოტანილი ბარკლები მამაკაცის პოტენციას აქვეითებს.

„აი, რაც შემოდის მისი ქათმების ბარკლები, იცით ეს რა არის? განსაკუთრებით მამაკაცებს ეხება, პოტენციაზე მოქმედებს, ეს მეცნიერების დასკვნაა,“ - განაცხადა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში.

ეს ბრალდება ლიბანელი ბიზნესმენს უპასუხოდ არ დაუტოვებია, ანუ თოფაძის ბრალდება კი არ უარყო, არამედ, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მალე საქართველოში „ვიაგრას“ შემოტანსაც დაიწყებს: „ვწუხვარ, რომ თქვენ ასეთი დიდი რაოდენობით გაქვთ მოხმარებული ჩემს მიერ იმპორტირებული ქათმის ბარკალი, მაგრამ არ ინერვიულოთ, მე ვიაგრას იმპორტსაც მოვახდენ. ასე რომ, თქვენი იმპოტენცია იქნება განკურნებული!“

რაკიღა სიტყვამ მოიტანა, ბარემ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფადი ასლი ე.წ. სასიყვარულო სკანდალში არაერთხელ გახვეულა. ამ მხრივ ყველაზე გახმაურებული მისი და ქართველი მსახიობის ურთიერთობა გახლდათ. ამ დროს, ფადი ასლის თავის სამშობლოში ცოლი ჰყავდა, მაგრამ ამის შესახებ არ ლაპარაკობდა. რამდენიმეწლიანი თანახცოვრების შემდეგ, ეს წყვილი დაშორდა, რისი მიზეზიც თურმე, ის გახდა, რომ ბიზნესმენი სხვა ქართველ ქალს გაუმიჯნურდა და მალე ცოლადაც შეირთო. ამავე პერიოდში, ქართულ ბეჭდურ მედიაში გაჩნდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ფადი ასლიმ და მისმა ახალმა მეუღლემ სხვისი ბიზნესი მიიტაცეს. ამის თაობაზე დაზარალებულთან ინტერვიუ გაზეთმა „ყველა სიახლემ“ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ამ ინციდენტზე სასამართლოში საქმე ორი მუხლით აღიძრა.

ზოგადად, ალბათ, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბიზნესწრეების წარმომადგენლები ფადი ასლის სერიოზულ ფიგურად არ აღიქვამენ და მასზე საუბრისას კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებენ, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში მომხდარა. ამ მონათხორბის თანახმად, ლიბანელი სერიოზული „იგროკია“, ანუ ლუდომანიით არის შეპყრობილი და სათამაშო სახლებს, ესე იგი, კაზინოებს ხშირად სტუმრობს. ჰოდა, ერთხელაც, ერთ-ერთ კაზინოში, რაღაც მაქინაციებით, სერიოზული თანხა, დაახლოებით, 2 მილიონი „მოუხსნია“ და საქართველოდან გაქცევა დაუპირებია, მაგრამ კაზინოს მეპატრონეებს საქმის კურსში შესაბამისი ორგანოები ჩუყენებიათ და რეისი, რომლითაც ფადი უნდა გაფრენილიყო, გადადებულა. ლიბანელი უსირცხვილო კაზინოში მოუყვანიათ და მაქინაციებით მოგებული თანხა უკან დაუბრუნებიათ.

მოკლედ, ლიბანელი ფადი ასლი, რომელსაც თავის ისე მოაქვს, რომ საქართველოზე გული შესტკივა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, უსირცხვილოა და ამას კიდევ ერთი დეტალი მოწმობს: თბილისის 13 სტიქიის შემდეგ, როცა თბილისის ქუჩებში ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველები დარბოდნენ, ერთმა აფრიკელმა ახალგაზრდამ ქართველ სამართალდამცავებს სთხოვა, რომ ლომთან შეეშვათ და სამ წუთში დააძინებდა. ამ ფაქტს ფადი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ია ფარულავა ფადულათი მოიხსენიებს, სოციალურ ქსელში არცთუ ეთიკურად გამოეხმაურა და დაწერა:

„დამეხმარეთ! თბილისელო მეგობრებო, ის აფრიკელი ბიჭი მჭირდება, რომელიც ლომთან შეშვებას ითხოვდა და ირწმუნებოდა, რომ 2 წუთში დააძინებდა. მისი დახმარება მჭირდება ჩემს სიდედრთან დაკავშირებით!“

ასეთია ბანანებითა და ქათმის ბარკლებით მოვაჭრე ლიბანელი ბიზნესმენის ანატომია. ერთი ქართული ანდაზაა, ვირის წიხლი საწყენი არ არისო. შესაბამისად, ალბათ, არც ის უნდა გვეწყინოს, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უსირცხვილოს უწოდებს, ქართული სასამართოს დისკრედიტაციას ცდილობს, მაგრამ „ძაღლის თავი“, ალბათ, სხვა რამეშია დამარხული, კერძოდ, ფადი ასლის, რომელიც ხმაურიანი სახელწოდების მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელია, გამოყენებას, დიდი ალბათობით, ცალკეული პოლიტიკური, ანუ ის ჯგუფები ცდილობენ, რომელთაც სურთ, რომ ყველაფერი ქართული ტალახში ამოსვარონ. ამ კუთხით ყველაზე მომგებიანი სასამართლოს დისკრედიტაციაა, რადგან მოგეხსენებათ, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა, მაგრამ იგივე საერთაშორისო ასპარეზზე თუ შეიქმნება ფონი, რომ ქართლი სასამართო კორუმპირებულია, ჩვენი ვიზალიბერალიზაციაც შესაძლოა, ეჭქვეშ დადგეს. ერთი სიტყვით, სცენარი შეიძლება, ასეთი იყოს: ყეფა ლიბანელს დააწყებინეს, შემდეგ კი, არენაზე თავადაც გამოჩნდებიან და პიარსაც ააგორებენ, მაგრამ ყველაფერი ეს ხომ უკვე ნაცნობი სცენარია. ასე რომ, გამოდით, ბატონებო, გიცანით! თან, მისტერ ფადის იმედზეც მაინცდამაინც ნუ იქნებით, რადგან ეს პიროვნება უსირცხვილოს ნამდვილი ასლია და ამას თავადაც არ უარყოფს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42