კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, ბერძნის, გრიშაშვილის, ვეზიროვის, ეფრემ მცირეს, ნადიკვარის, მარტვილის და ბეჟან კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას და ჯიქიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის, თიანეთის და სიხარულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






