სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზაციის წესებს ამოწმებს
საზოგადოება - 13:34, 27 Mar, 2017     928
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა კახეთის რეგიონში სარეალიზაციოდ გამოტანილი პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზაციის ადგილები მოინახულეს. სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აგრარულ ბაზარსა და მიმდებარე ტერიტორიაზე პრეპარატების შენახვისა და რეალიზაციის წესებს გაეცნო.

„გახშირდა ფერმერების მხრიდან უკმაყოფილება მოხმარებული პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხთან დაკავშირებით. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ამოწმებს სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული სასოფლო- სამეურნეო პრეპარატების ხარისხს, ასევე, რეგისტრაციისა და რეალიზაციის წესებს. უმნიშვნელოვანესია, თუ რამდენად სწორად ინახება და იყიდება პრეპარატები. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ხშირად ყოველგვარი წესების გარეშე, ღია ცის ქვეშ იყიდება პრეპარატები, რაც დაუშვებელია. ჩვენ მოვუწოდებთ ფერმერებს, არ შეიძინონ აგროქიმიკატები და პესტიციდები იქ, სადაც არ არის დაცული პრეპარატების განთავსებისა და რეალიზაციის პირობები, რადგან არასწორად შენახვის შემთხვევაში, პრეპარატების მოქმედება არაეფექტიანია. გამოყენებისას კი, მომხმარებლებმა, სპეციალისტის კონსულტაციის გათვალისწინებით, უნდა დაიცვან შესაბამისი ვადები და მოხმარების წესები “, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

სააგენტოს ფიტოსანიტარებმა პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში. მომხმარებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომნამდვილად იმ პრეპარატს ყიდულობს, რომელიც მცენარეთა დაცვის სპეციალისტმა ან აგრონომმა ურჩია. მნიშვნელოვანია ტარის შემოწმება, რომელშიცმოთავსებულია პესტიციდი. ჭურჭელი აუცილებლად ჰერმეტულად უნდა იყოს დახურული - ჭურჭლის სახურავს უნდა ჰქონდეს ხელუხლებელი დამცავირგოლი. პესტიციდის ტარაზე განთავსებული უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, სადაც მითითებულია: პრეპარატის დასახელება, მოქმედი ნივთიერება დაკონცენტრაცია, უსაფრთხო გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები, ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა, მწარმოებელი ქვეყანა,სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი. დაუშვებელია უეტიკეტო, საცობდაზიანებული, საეჭვო ჭურჭელში მოთავსებული პესტიციდის შეძენა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების აღიარებას და დარღვევებზე საჯარიმო სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

პესტიციდების მოხმარებისა და რეალიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:http://nfa.gov.ge/uploads/other/5/5413.pdf





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42