ირაკლი ლექვინაძე დღეს MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა
საზოგადოება - 13:12, 27 Mar, 2017     759
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დღეს MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე თბილისის მერიის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

28 კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან 22 სხვადასხვა კომპანიის, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის საბანკო საქმიანობა, მშენებლობა და ინფრასტრუქტურა, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი, ურბანული სფერო, თავდაცვა, ენერგია, კონსალტინგი, სოფლის მეურნეობა.

„ჩვენ მივიღეთ საფრანგეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლთა საკმაოდ სოლიდური დელეგაცია. მათ წარვუდგინეთ თბილისის საინვესტიციო პროფილის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა თბილისში დაგეგმილ ყველა პროექტს. გავაცანით ის პოტენციალი, რაც გააჩნია თბილისს საინვესტიციო მიმართულებით. კომპანიების ინტერესი არის ძალიან მაღალი და იმედი მაქვს, ამ შეხვედრას მოყვება კონკრეტული შედეგი საინვესტიციო აქტივობის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დელეგაციას კომპანია Oberthur Technologies-ს Identité-ს განყოფილების გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, MEDEF International-ის კომპანიათა ხელმძღვანელების საბჭოს თავმჯდომარე კრისტოფ ფონტენი ხელმძღვანელობს.

MEDEF International-ის დელეგაცია საქართველოში ბოლოს 2015 წლის მაისში იმყოფებოდა. MEDEF International-ის დელეგაციის ვიზიტი რიგით მეხუთეა საქართველოში განხორციელებულ მისიებს შორის. ვიზიტის პროგრამა საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი უშუალო მხარდაჭერით შემუშავდა. პროგრამა საშუალებას აძლევს ფრანგულ კომპანიებს პირადად შეხვდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს და ადგილობრივ კომპანიებს, ისევე როგორც ქვეყანაში აქტიურ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს.

MEDEF International 1989 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმოადგენს MEDEF-ს მთელს მსოფლიოში, ორმხრივი ურთიერთობების დონეზე. MEDEF International ხელს უწყობს ფრანგული კომპანიების გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას, სავაჭრო გაცვლას, ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, ხანგრძლივ პარტნიორობასა და ინვესტიციებს.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, კახა გვანცელაძე, ,,თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი, ლევან ჯღარკავა, ასევე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42