,,კანონიერი ქურდების“ სერიული მკვლელობები - ვინ არის ,,იმპერატორი“ ებრალიძე და რა აკავშირებდა ძმებ მირელაშვილებთან
კრიმინალი - 17:50, 26 Mar, 2017     66816
1985 წელს, საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი მიხეილ სერგის ძე გორბაჩოვი გახდა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მას „კანონიერ ქურდებსა“ და სხვა ჯურის დამნაშავეებთან, რბილად რომ ვთქვათ, კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა გორბაჩოვისეულ „პერესტროიკას“ „შავ სამყაროში“ ე.წ. „ბეზპრედელი“ მოჰყვა. კანონიერ ქურდებს შორის დაწყებულმა სისხლიანმა გარჩევებმა კულმინაციას გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მიაღწია. ამ არეულობით საეჭვო რეპუტაციის ქართველებმა ისარგებლეს - მათ დიდი ფული იშოვეს და რუსეთის დიდი ქალაქების გაკონტროლება დაიწყეს.

რატომ ეძახიან ალექსანდრე ებრალიძეს „იმპერატორს

სანქტ-პეტერბურგს თავის დროზე ძმები მირელაშვილები - მიხეილი და კონსტანტინე აკონტროლებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიხეილი დაიჭირეს, კონსტანტინე კი საზღვარგარეთ გაიქცა, ქალაქის ერთპიროვნული მმართველი ალექსანდრე ებრალიძე გახდა და მას «სანქტ-პეტერბურგის იმპერატორი» შეარქვეს. მართალია, «იმპერატორი» კანონიერი ქურდი და ავტორიტეტი არასოდეს ყოფილა, მაგრამ რუსული ინტერნეტ-გამოცემების ინფორმაციით, ალექსანდრე ებრალიძეს, რომელიც ბათუმშია დაბადებული, 1979 წელს იმჟამინდელი ლენინგრადის მოსკოვის რაიონის სასამართლომ ძარცვისა და იარაღის უკანონო ტარებისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა 1985 წელს, ვადამდე გაათავისუფლეს. მოგვიანებით, კვლავ დააპატიმრეს და თავისუფლება 5 წლით აღუკვეთეს. მეორე პატიმრობიდან «იმპერატორი» 1990 წელს გათავისუფლდა, ქართველი ნაცნობების დახმარებით, ძმებ მირელაშვილებს დაუკავშირდა და მათთან ერთად ე.წ. „კონდრატიევის ბაზრის“ პროექტის განხორციელება დაიწყო. მოგვიანებით ნევის პროსპექტზე, კომპარტიის რაიკომის ყოფილ შენობაში ელიტურ ღამის კლუბს ხსნიან. ებრალიძისა და ძმებ მირელაშვილების უკმაყოფილების მიზეზი, რუსული ინტერნეტ-საიტების ცნობით, სწორედ ეს ღამის კლუბი გახდა, თუმცა ვიდრე უთანხმოება მოუვიდოდათ, მათ რუსეთში განუბაჟებელი საქონელი ერთად შემოჰქონდათ.

ძმებ მირელაშვილების განეიტრალების შემდეგ, „კანონიერმა ქურდებმა“ ალექსანდრე ებრალიძე, როგორც ამბობენ, სანქტ-პეტერბურგის ე.წ. „მაყურებლად“ დანიშნეს...

1990-იან წლებში, სანქტ-პეტერბურგში არაერთი გახმაურებული მკვლელობა მოხდა. მაგალითად, დღემდე დაუდგენელმა პირებმა ვიცე-გუბერნატორი მანევიჩი მოკლეს. სამართალდამცავებმა ვერც სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის ვიქტორ ნოვოსელცევის მკვლელებს მიაგნეს. მართალია, ამ გაუხსნელ მკვლელობებში ქართული წარმოშობის ბიზნესმენი ოფიციალურად არ ფიგურირებს, მაგრამ ვიღაც-ვიღაცები ორივე მკვლელობას ალექსანდრე ებრალიძეს უკავშირებენ. და აი, რატომ: ვიცე-გუბერნატროს სნაიპერმა იმ ფირმის შენობის სახურავიდან ესროლა, რომელიც ებრალიძის საკუთრებაა. დეპუტატს კი ებრალიძესთან სანქტ-პეტერბურგის პორტთან დაკავშირებით, თურმე, კონფლიქტი ჰქონდა...

დღეს «იმპერატორი» ლეგალური ბიზნესმენია. 1993 წელს მან ჰოლდინგი «ჰუმანიტარული და საქმიანი თანამშრომლობის ცენტრი» დააფუძნა. ებრალიძეს წილი საბანკო, ტურისტულ და სათამაშო ბიზნესშიც აქვს, თუმცა მისი შემოსავლის მთავარ წყაროდ სანქტ-პეტერბურგის პორტი და ნავთობკომპანია «ინ-ტრანზიტი» ითვლება... ებრალიძეს, «იმპერატორს» გარდა, კიდევ ერთი მეტსახელი აქვს - თანამშრომლებმა მას «მამა» შეარქვეს...

მკვლელობა ნაშუადღევს

...ხალხში გავრცელებული მოსაზრებით, „კანონიერი ქურდები“ სისხლში ხელს არ ისვრიან და არც თანამოაზრეებს კლავენ, თუმცა სისხლის სამართლის სამძებროს გამოცდილი ოპერმუშაკების თქმით, კრიმინალები ყველაზე დაუნდობელები, ასე ვთქვათ, კოლეგების მიმართ არიან. მაგალითად, 1994 წლის 2 სექტემბერს დომბასში საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ედუარდ ბრაგინი, იგივე ჩირიკი მოკლეს. სამართალდამცავებმა მკვლელის ვინაობა ვერც ამჯერად დაადგინეს, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ მკვლელი კავკასიელი - ჩეჩენი ან ქართველია. ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ „ჩირიკი“ ე.წ. „მოკლე ავტომატით“ მოკლეს. ასეთი ავტომატები თავის დროზე ჩეჩნეთში მზადდებოდა...

მაშ ასე, 1994 წლის 2 სექტემბერი. ნაშუადღევი... დონბასის გარეუბანი... კაფე «ჩერვონი კუტის» ეზო... ეს კაფე ადრე შავ სამყაროში «კახელოს» მეტსახელით ცნობილ ავტორიტეტს ეკუთვნოდა, რომელიც 1991 წელს საეჭვო ვითარებაში მოკლეს... „კახელო“ და ბრაგინი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ. ამიტომ ბრაგინმა, რომელსაც კავშირი, თურმე, ევროპის, აშშ-ისა და თვით სიცილიის მაფიასთანაც ჰქონდა, თვალი კახელოს «ჩერვონი კუტს» დაადგა. „კახელომ“ კაფე არ დათმო... მკვლელობის საბაბიც, როგორც ამბობენ, მისი სიჯიუტე გახდა...

სხვათა შორის, ედუარდ ბრაგინი ქურდად არავის „მოუნათლავს“. „კანონიერი ქურდის“ ტიტული მან ე.წ. „ობშიაკში“ სოლიდური თანხის შეტანით იყიდა... უცნობია, ბრაგინი საგასტროლოდ საქართველოში თუ იყო ნამყოფი, მაგრამ ის მოსკოვს ხშირად სტუმრობდა და იქ ხმაურიან საქმეებს არჩევდა...

...ბრაგინი კაფის ეზოში ახლობლებს ელაპარაკება. ის ჭიშკრისკენ ზურგით დგას... კაფესთან «მერსედერსი» ჩერდება, საიდანაც ახოვანი, 30-35 წლის სათვალიანი მამაკაცი გადმოდის. უცნობს კლასიკურად აცვია... დაუპატიჟებელ სტუმარს დარაჯი გამოეგება და მორიდებით განუცხადა:

- ბატონო, ობიექტი დღეს არ მუშაობს!..

უცნობმა მასპინძელს ყურადღება არ მიაქცია და გზა განაგრძო.

- ხომ გითხარით, რომ ობიექტი არ მუშაობს?! - გაცხარდა დარაჯი.

- იმუშავებს! - კბილებში გამოსცრა უცნობმა და პიჯაკის ბოლოს ხელი აჰკრა. დარაჯმა თვალი ავტომატის ლულას მოჰკრა და დადუმდა... „ჩირიკიმ“, როგროც ჩანს, საფრთხე იგრძნო და შემოტრიალდა. უცნობმა ავტომატის სასხლეტს თითი სწორედ ამ დროს გამოჰკრა... „კანონიერი ქურდის“ მკერდიდან სისხლმა იფეთქა. ახოვანმა მკვლელმა გადაჭრილი ავტომატი დაუდევრად მოისროლა, მარჯვენა ხელი შუბლზე გადაისვა და იქაურობას აუჩქარებლად გასცილდა...

„ჩირიკის“ პანაშვიდს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში «მოღვაწე» ათასობით კანონიერი ქურდი და ავტორიტეტი დასწრებია. გარდაცვლილისთვის პატივი საზღვარგარეთელ კრიმინალებსაც მიუგიათ. „ჩირიკის“, როგორც ჩანს, პატივს სამართალდამცავებიც სცემდნენ. ყოველ შემთხვევაში, დონეცკის მუზეუმში, თურმე, დღემდე ინახება ე.წ. „მოკლე ავტომატი“, რომელსაც ასეთი მინაწერი აქვს: «1994 წლის 2 სექტემბერს ამ იარაღით მოკლეს ედუარდ ბრაგინსკი...»

„ჩირიკის“ მკვლელობას მიშა „დვორნის“ მეტსახელით ცნობილი „კანონიერი ქურდის“ მკვლელობა მოჰყვა, თუმცა მკვლელობის შემკვეთისა და შემსრულებლის ვინაობა ვერც ამჯერად დადგინდა...

ოქროს ავტომანქანები

დონბასის შემდეგ ქურდული გარჩევების პოლიგონი თბილისი გახდა. ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, თავის დროზე არ გახმაურებულა...

„მხეცოს“ (ეთიკური მოსაზრებით, ამ პერსონაჟის ვინაობა შეცვილია) მამა სოფლის კოლმეურნეობაში მთავარ ბუღალტრად მუშაობდა. მშობლები დედისერთა ბიჭს ყველა კაპრიზს უსრულებდნენ. 14 წლის იუბილეზე ავტომანქანა აჩუქეს. მოკლედ, მხეცო უფლისწულივით ცხოვრობდა, მაგრამ უზრუნველი ცხოვრება, როგორც სასამართლოზე განაცხადა, ყელში ამოუვიდ და ორ თანაკლასელს შეუჩნდა:

- ჩემს მეზობლად მარტოხელა მოხუცი ცხოვრობს, შინ ბევრი არაფერი აქვს, მაგრამ პენსიას აგროვებს და წავართვათ.

- მხეცო, მამაშენი იმდენ ფულს გაძლევს, აღარ იცი, რაში დახარჯო და იმ ბებრის ფული რისთვის გინდა? - ჰკითხა ერთ-ერთმა თანაკლასელმა.

- ფული კი არ მინდა, არამედ, მაინტერესებს, მოპარვას რა მუღამი აქვს...

მოკლედ, ერთ ღამეს მხეცო, ამფსონებთან ერთად, მარტოხელა მოხუცის სახლში შეიპარა. ხმაურზე ქალს გაეღვიძა და თვალი ლანდებს რომ მოჰკრა, ყვირილი დააპირა, მაგრამ ერთ-ერთ ლანდში „მხეცო“ შეიცნო და შეწუხებულმა ჰკითხა:

- შვილო, დედაშენი ამ მამაშენი ხომ არ არის ცუდად?

- ისინი კარგად არიან, მაგრამ თუ ფულს არ გამოგვიტან, ისე ცუდად გახდები, რომ ვეღარასოდეს გამოჯანმრთელდები, - გაიცინა მხეცომ.

- შვილო, ნასვამი ხარ?

- რა შენი საქმეა, ნაბოზვარო!.. ფული მაიტა, თორემ გაგათავე! - იღრიალა მხეცომ და მის ხელში პურის საჭრელმა დანამ გაიელვა.

მოხუცმა ხელები გაასავსავა და გონება დაკარგა... „მხეცომ“ და მისმა ამფსონებმა მარტოხელას სახლში, ფულის გარდა, ძვირფასი ხატიც იპოვეს...

ამ თავდასხმიდან 7 თვის შემდეგ, დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, „მხეცო“ დააპატიმრეს. მას ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის 8 წელი მიუსაჯეს, თუმცა მამის დახმარებით, ციხეში 3 წელი გაატარა... ამის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემის ხშირი სტუმარი გახდა. მესამე პატიმრობის დროს ქურდად მონათლეს და ეს ტიტული, როგორც თვითონ ამბობდა, პატიოსნად ატარა...

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, „მხეცოს“ რუსი ძმაკაცები დაუკავშირდნენ და მათთან ერთად ე.წ. ბიზნესის დაწყო - საქართველოში ჩამოსხმულ ფალსიფიცირებულ ღვინოს რუსეთში ასაღებდნენ... ამასობაში, მხეცომ 60 წელს გადააბიჯა. ერთხელ, ცოლთან ერთად, მშობლიურ სოფელში წავიდა. უკან მესამე დღეს დაბრუნდა. გზად ერთ-ერთ „კანონიერ ქურდს“ შეუარა. დალიეს. „მხეცო“ დათვრა... ცოლმა შინ ძლივს შეიყვანა და ლოგინზე მიაგდო... მეორე დილას „მხეცო“ ცოლის ხმამ გააღვიძა:

- უბედურო, გაიღვიძე, გაგქურდეს!

- ვინ გაქურდეს? - დაიბნა კანონიერი ქურდი.

- შენ!

- რა წაიღიეს?

- შენი ოქროს მინიატურული მანქანების კოლექცია!

„მხეცო“ ლოგინიდან ფეთიანივით წამოხტა და ტელეფონს ეცა... მესამე დღეს „მხეცოს“ ბინის კარზე კაკუნი გაისმა. კარი მოსამსახურემ გააღო. ზღურბლთან 20-25 წლის ორი ახალგაზრდა იდგა. მათ ხელში ცელოფანის პარკი ეჭირათ.

- ბატონი „მხეცო“ აქ ცხოვრობს? - მორიდებით იკითხა ერთ-ერთმა ყმაწვილმა.

მოსამსახურემ, დასტურის ნიშნად, თავი დაუქნია.

- ბიჭებმა რაღაცები გამოგვატანეს და...

- ოქროს ავტომანქანები? - თვალები გაუბრწყინდა მოსამსახურეს.

- დდ-იი-ახხ, - ენის ბორწიკით ჩაილაპარკეს ყმაწვილებმა...

საღამოს, შინ დაბრუნებულმა „მხეცომ“ ცოლს სიამაყით განუცხადა:

- მართალია, ბებერს მეძახი, მაგრამ ხომ ხედავ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ. ტყუილად კი არ ამბობენ, ბებრისა რქანიც ეწევიანო...

საქართველოში ტაწყებული ანტიქურდული კამპანია, ალბათ, მხეცოსაც შეეხებოდა, მაგრამ ის «ვარდების რევოლუციამდე» ერთი წლით ადრე გარდაიცვალა...

ვანო პავლიაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42