პარლამენტის შენობასთან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აქქციას მართავენ. ისინი მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ისინი მთავრობისგან მოითხოვენ, 5 000 ლარის ერთჯერად დახმარებას და ბანკებისგან აღებულ სესხებზე პროცენტის გადასახადის ერთი წლით გადავადებას მოითხოვენ.
მოვაჭრეებმა ორი დღის წინ, საკრებულოს შეთავაზებაზე, რომელიც მხოლოდ 3000 ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებდა, უარი თქვეს.
მათ პროტესტს დღეს პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე ახალგაზრდული მოძრაობაც შეუერთდება. საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან „ადვოკატთა ასოციაციის“ წარმომადგენლები. დაზარალებულთა ადვოკატის, ფრიდონ სიხუაშვილის თქმით, ისინი მოითხოვენ ასევე იმ პირების დასჯას, ვინც დაზარალებული მოვაჭრეების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფა მოახდინა. აქციის მონაწილეებთან მისვლას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილიც გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






