საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27, 29 და 31 მარტს, რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას და სამრეწველო ზონას წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება.
"27, 29 და 31 მარტს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე „მარანი“, დაგეგმილი აქვს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, „რუსთავის წყლის“ ხრამის სათავე ნაგებობას შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც 27, 29 და 31 მარტს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას და სამრეწველო ზონას, ხოლო წყალი დაბალი წნევით მიეწოდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით. კომპანია „რუსთავის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






