ენმ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავცელებს
საზოგადოება - 19:18, 25 Mar, 2017     1957

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"ზუსტად საუკუნის წინ, 1917 წლის 25 მარტს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა მეოცე საუკუნის დასაწყისის მოწინავე საზოგადოებისა და ქართული სამღვდელოების მოძრაობა რუსეთის იმპერიის მიერ ძალმომრეობით, მათ შორის საეკლესიო წესების დარღვევით, გაუქმებული ავტოკეფალიის აღსადგენად. უკვე 1917 წლის სექტემბერში, საეკლესიო კრებამ კათოლიკოს – პატრიარქად კირიონ მეორე აირჩია, რომელიც ეკლესიის ამოცანებს შორის ერთ–ერთ უმთავრეს ამოცანად ასახელებდა: „ მედგრად გაახსენოს კაცობრიობას სახელი ქართველი ერისა. ხელი შეუწყოს ჩვენს განმტკიცება-გაერთიანებას, რათა კაცობრიობის ფერხულში ჩვენც ვპოვოთ შესაფერი და დამსახურებული ადგილი.“

რუსეთის იმპერიამ ჯერ საქართველოს სახელმწიფოებრიობას მოუღო ბოლო, შემდეგ ქართული ეკლესია დაიქვემდებარა. სიმბოლურია, რომ მოგვიანებით, ჯერ ქართულმა ეკლესიამ გამოაცხადა ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ, შემდეგ კი საქართველომ – სახელმწიფოებრიობის აღდგენის თაობაზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მართლაც უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს. გვჯერა, ის ერთნაირად ძვირფასია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ( მიუხედავად მათი აღმსარებლობისა), როგორც თავისუფლების უდიდესი ფასისა და მნიშვნელობის შემახსენებელი. სწორედ თავისუფლება გვასწავლის თანასწორობას, ერთმანეთისადმი და სახელმწიფოსადმი პასუხისმგებლობას"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42