მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
საზოგადოება - 12:36, 25 Mar, 2017     1892
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მდინარე დიღმულას გაწმენდით სამუშაოებს განაგრძობს. თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან, დიდუბის რაიონის გამგებელთან - ირმა ზავრადაშვილთან და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველ მოადგილესთან დავით დოლიძესთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

დავით ნარმანიას განცხადებით, ტერიტორიისა და მდინარის ნარჩენებისგან გაწმენდის შედეგად გამოჩნდა სივრცე, რომელიც რეკრეაციულად განვითარდება.

„მტკვრის კალაპოტის გაწმენდის შემდეგ მსგავსი ღონისძიებების გატარება ჩვენ მდინარე დიღმულაზე დავგეგმეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობის თქმით, წლებია მათ აქ არსებული სიტუაცია აწუხებთ. ტერიტორია რეკრეაციული თვალსაზრისითაც საინტერესოა და დასუფთავების შედეგად გამოჩნდა სივრცე, სადაც ზაფხულის განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ დასვენებას, ამიტომ ძალიან კარგი საქმე კეთდება,“- განაცხადა თბილისის მერმა.

მდინარე და მისი მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკის საშუალებით, წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან იწმინდება. გარდა ამისა, ხორციელდება იმ ხეების სხვლა-ფორმირება, რომლებიც გამხმარია და მდინარის ჯებირებს აზიანებს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მდინარე დიღმულას მიმდებარე ტერიტორია და ხეობა ბოლო ათეული წლებია არ გაწმენდილა, რაც თავის მხრივ, ანტისანიტარიას იწვევდა.

მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები 20 მარტს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42