ომბუდსმენმა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
საზოგადოება - 10:26, 25 Mar, 2017     1331

საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.
როგორც "ნიუპოსტს" ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, 2017 წლის 17 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus curiae) მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეზე, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან მის დაქვემდებარებაში მყოფი ქალის სექსუალურ შევიწროებას ეხება. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში კავშირი „საფარი“ წარმოადგენს.
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა შევიწროების/სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის განსაკუთრებულ სამართლებრივ ასპექტებზე და წარმოადგინა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტები და შედარებითი ანალიზი.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დისკრიმინაციის ამ ფორმის მსხვერპლები, როგორც წესი, არიან ქალები, თუმცა, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით ისინი უარს ამბობენ დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებაზე. ერთი მხრივ, მსხვერპლისთვის რთულია მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირება და მტკიცებულებების შეგროვება, მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივი წნეხის გამო მსხვერპლი თავს არიდებს სხვა პირებთან თუ ორგანიზაციებთან მსგავსი ფაქტების შესახებ საუბარს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შევიწროების/სექსუალური შევიწროების საკითხებზე სწორი პრაქტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი, ვინაიდან ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს საკანონმდებლო ბაზა არ არის სრულყოფილი, საერთო სასამართლოების პრაქტიკა კი ამ მხრივ ძალიან მწირია"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42