ჯანდარას ტერიტორიაზე ბექობის არწივების წყვილი და მათი საბუდარი აღმოჩინეს
საზოგადოება - 18:16, 24 Mar, 2017     10708
გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ადასტურებს ბექობის არწივების წყვილის და მათი საბუდარის არსებობას ჯანდარას ტერიტორიაზე.

"გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ჯანდარას ტერიტორიაზე წარმოებულ მიმდინარე სამუშაოების გადამოწმების საფუძველზე, ადასტურებს, რომ N40 ბოძი და მასზე განთავსებული ბექობის არწივის საბუდარი, ადგილზეა. ტერიტორიდან მოშორებით, ასევე დაფიქსირდა ბექობის არწივის წყვილი.

საბუკოს (ააიპ საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო) განცხადებით, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ განხორციელდა ელექტრო ანძის დემონტაჟი, რომელზეც ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განთავსებული იყო ბექობის არწივის აქტიური ბუდე. ინფორმაციის გადასამოწმებლად, 2017 წლის 24 მარტს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და საბუკოს ​ წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდარას ტერიტორიაზე მდებარე სამშენებლო ობიექტზე იმყოფებოდნენ.

ადგილზე მოხდა ტერიტორიის დათვალიერება, შედგა აქტი. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ტერიტორიაზე დაწყებულია სამუშაოები. არწივების საბუდარი - N40 ბოძი, რომელიც მითითებულია სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანაგარიშში, ადგილზეა. თუმცა, მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე სამუშაოების პროცესში, აღებულია სხვა ბოძი.

ბექობის არწივის წყვილი დაფიქსირდა ტერიტორიდან მოშორებით. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. პირველადი მონაცემებით, სამუშაოები მიმდინარეობს ეკოლოგიური ექპერტიზის დასკვნის გარეშე. საკითხის საბოლოო შესწავლის შემდგომ, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები"- აღნიშნულია განცხადებაში,





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42