თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
საზოგადოება - 15:51, 24 Mar, 2017     1129
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წლის საიუბილეო და რომის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 წლის ღონისძიება „ევროკავშირი 60. ევროკავშირის წარსული, აწმყო და მომავალი" გაიმართა.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოჰანეს დუმა, საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დიდიე ლერუა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

2007 წლიდან დღემდე რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა წარმატებით დაამთავრა თსუ ევროპისმცოდნეობის სასწავლო პროგრამა და ასევე წარმატებით დასაქმდა საჯარო სექტორში, საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. ღონისძიების ფარგლებში თსუ ევროპული კველევების ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცახდებით, „60 წლის წინ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რითაც დაფუძნდა გაერთიანებული ევროპა. ხოლო თსუ-ში 10 წლის წინ ჩამოყალიბდა ევროპული კვლევების ინსტიტუტი, რომელიც ძალიან წარმატებულია. დაარსებიდან დღემდე ამ პროგრამის 200 კურსდამთავრებული გვყავს და ყველა დასაქმებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს იმ სტუდენტს, რომელიც ირჩევს ევროპეისტიკას, როგორც საგანს, რათა დასაქმდეს და ძალიან წარმატებული გახდეს ამ ქვეყანაში.“

„ევროკავშირს, ევროკომისიას და ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში ძალიან დიდი წვლილი აქვთ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაფუძნებაში. ეს იყო ძალიან გაბედული ნაბიჯი იმ დროისთვის, როდესაც გადავწყვიტეთ ამიერკავკასიის მასშატაბით შეგვექმნა პირველი ინტერდისციპლინური ინსტიტუტი და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში. ევროკავშირის დაფინანსებით ასევე ავამოქმედეთ სადოქტორო პროგრამაც. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროინტეგრაციის კომიტეტთან პარლამენტში, ისევე როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებში. ჩვენ სტუდენტებს აქვთ ექსკლუზიური შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ სახელმწიფო მინისტრის აპარატში, უშუალოდ გაეცნონ სამუშაო პროცესს,“- აღნიშნა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა.

„თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი ძალიან გამორჩეული ინსტიტუტია. ამ მიმართულებამ მოგვცა შესაძლებლობა ევროპა შეგვესწავლა მთლიანად - როგორც ეკონომიკური, ისე ისტორიული კუთხით. გვყავდა შესანიშნავი პროფესორები, გვქონდა საინტერესო დებატები. საქართველო არის ევროპის ნაწილი, ევროპული მიმართულების ქვეყანა და ეს პროგრამა ამის შესწავლა ემსახურება,“- განაცხადა თსუ ევროპისმცოდნეობის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულმა გიორგი გაბუნიამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი 2007 წელს ევროკავშირის TACIS-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანადგომით დაარსდა. ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტები სწავლობენ ევროკავშირის ეკონომიკას, ევროკავშირის ფინანსურ და სავალუტო პოლიტიკას, ევროკავშირის სამართალს, კონკურენციის პოლიტიკას, ევროპეიზაციას და ევროინტეგრაციის თეორიებს, ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას, თავისუფალ ვაჭრობას და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. სტუდენტებს ასევე აქვთ საშუალება გაეცნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ასპექტებს, მიიღონ სათანადო ცოდნა ევროპის და ევროკავშირის ისტორიისა და ევროპის კულტურული მოზაიკის გარკვეული ასპექტების შესახებ.

საიუბილეო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა "მტკიცე კავშირი, რომელმაც დროს გაუძლო", რომელიც ტექსტების, ფოტომასალებისა და დოკუმენტების მეშვეობით, ევროკავშირის ისტორიის ძირითად ეტაპებსა და უმნიშვნელოვანეს მიღწევებზე მოგვითხობს. ასევე, გაიმართა დისკუსია ევროკავშირის მომავალზე და საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA). ღონისძიების ორგანიზატორი იყო იტალიის საელჩო საქართველოში.

„60 წლის წინ რომში მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებებს ხელი, რომელიც ითვალისწინებდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის შექმნისა და ატომურ სფეროში თანამშრომლობის ე. წ. ევროატომის შეთანხმებას. რომელსაც შემდგომ კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია და განვითარება და მეტი კეთილდღეობა მოჰყვა. გადავწყიტეთ რომ ევროპელებთან ერთად თბილისში გვეზეიმა, რადგან საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, საქართველო არის მომავალი წევრი ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის. ჩვენ ერთად ვზეიმობთ დღევანდელ დღეს. განვიხილავთ თემებს, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის წარსულს და მომავალს და საქართველოს ადგილს ამ პროცესში,“- განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

„ჩვენ დღეს აღვნიშნავთ ევროპის დაბადების დღეს - უპრეცედენტო მშვიდობისა და კეთილდღეობის 60 წელს. ყველაფერი დაიწყო რომში 60წლის წინ. თუმცა, მაშინ, როდესაც ევროპის დაბადების დღეს აღვნიშნავთ, ევროპას ისეთი პრობლემები აწუხებს, როგორიც არის ეკონომიკური კრიზისი, მიგრაციის კრიზისი და რწმენის დაკარგვა ევროპულ პერსპექტივაში. თუმცა, სხვა ქვეყნები, მაგალითად, როგორიცაა საქართველო, ევროპას უყურებენ, როგორც თავიანთ მომავალს. დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ საქართველოს დამსახურებულ ვიზალიბერალიზას, რომელიც რამდენიმე დღეში ძალაში შევა,“- აღნიშნა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42