ვინ სთხოვა ,,წამოსაწოლი ტაქსი“ ჩცდ-ს მერაბ დარჩიას და რა ნატვრა აქვს ,,მეგრელებისგან დაჩაგრულ“ ზურაბ ნიჟარაძეს
საზოგადოება - 20:12, 24 Mar, 2017     7696

„ყოველ სერიალს თავისი ყნოსვა აქვს, თავისი აურა, რაც არ უნდა მაგარი არტისტი იყო, თუ არ იგრძენი ყნოსვა იმ სერიალის და იქაური გარემოსი, არაფერი გამოვა“ - ამბობს მერაბ დარჩიას გმირის შემსრულებელი ზურა ნიჟარაძე „ნიუპოსტთან“. ღიმილიანი და ხალისიანი ჩემი რესპონდენტი ცხოვრებაშიც ისეთივე უშუალო და თბილია, როგორც სერიალში. საუბრის დაწყებისთანავე რომ შენი დიდი ხნის ახლობელი გგონია.

ზურა ნიჟარაძე: ამ სერიალს აქვს ერთი მაგარი რამ, არავინ არ იცის ვისი პერსონაჟი რამდენ ხანს გაგრძელდება, ასე ვიყავი მეც. მოვედი, ვიყავი პირველ სეზონში, მერე 4 სეზონი მქონდა პაუზა, მერე ისევ დამიძახეს და ასე გაგრძელდა. ნიჭიერი გოგოა სცენარისტი, რაც კარგია, არ კარგავს არაფერს.

-რა ხდება დაბრუნების შემდეგ?

-ყველაფერს უფრო სხვანაირად უდგები, უფრო დიდი პასუხისმგებლობით. საზოგადოებას რომ უყვარხარ, გცნობს ხალხი, უფრო მეტს თხოვ საკუთარ თავს. მონადირე სეტერივით ხარ სულ შემართული და მოტივირებული. ამას არაფერი სჯობია. ყოველი სეზონი ახალ ახალ რაღაცებს გთავაზობს. შენს გმირსაც ნელ-ნელა ძერწავ , საინტერესოც არის და განწყობაც საუკეთესოა. აქ თუ ერთი წამით მოდუნდი და არა გაქვს განწყობა ეგრევე ეტყობა გმირსაც გუნდსაც და მერე აღარავის არაფერში სჭირდები, არც ამ გუნდს და არც საზოგადოებას...

-მაყურებელს ძალიან უყვარხარ და ამას ალბათ ბევრი გამოხატავს

-კი, ძალიან ბევრ თბილ სიტყვას მეუბნებიან, გვიყვარხარ, ძალიან კარგი ხარ და რატომ აჩაგრინებ მეგრელებს თავსო. ჩემი გმირი კეთილ კაცს თამაშობს და კეთილი და ალალი კაცი უყვარს ყველას. განსაკუთრებული სითბოთი მხვდებიან, ბევრს ძალიან ახლობელიც ვგონივარ, ეგრევე ხელს რომ გადაგხვევენ და როდის ვიქეიფოთო გეკითხებიან...

ის რაც ვარ, ჩემი მაყურებლის დიდი დამსახურებაა, მაძლიერებენ, უფრო მოტივირებული ვარ. შეიძლება ნიჭი გქონდეს და ღმერთმა მოგცეს ეს ნიჭი, მაგრამ თუ ვიღაცამ არ შეგაფასა, რაღაც ბიძგი არ მოგცა, არაფერი გამოვა. ამიტომ ჩემი მაყურებლის ბრალია ყველაფერი, „მაიძულეს“ რომ ასეთი სახე შემექმნა. დიდი მადლობა მათ ამისთვის, მადლობა თითოეული გადახდილი მადლობისთვის, თითოეული თბილი ღიმილისთვის. თბილი სალამისთვის. მინდა რომ სულ კარგად იყოს ჩემი მაყურებელი...

-ცხოვრებაშიც ასეთი ბუნჩულა ხარ როგორც სერიალში?

-რაღაც-რაღაცით მგავს ჩემი გმირი, მაგრამ უფრო მეტად არა. ცხოვრებაში ასეთი არ ვარ. მერაბ დარჩია გადასულია სმაზე, მე ბევრად სხვანაირად ვქეიფობ ვიდრე ის. მერაბა კი არ ქეიფობს, სვამს. მე უფრო ქართული სუფრის მოყვარული ვარ, ვიდრე დალევის.

-ქეიფთან ერთად ტაქსებს არ გთხოვენ ხოლმე?

-ძალიან ხშირად და თითქმის ყველგან, ტაქსშიც კი... ტაქსებზე ერთი ამბავია - შენი ტაქსები რომ გვქონდეს ახლა ხომ წავიდოდით ბევრად უფრო კომფორტულადო.

-რეალურ ცხოვრებაშიც ხომ არ გაქვს ბიზნეს იდეები ან ხომ არ აპირებ ბიზნესის წამოწყებას?

-არაა, ბიზნესი არ არის ჩემი საქმე. ან ერთი უნდა აკეთო, ან მეორე, ორი საქმის კეთება რთულია, უნდა გქონდეს მაგის ალღო, ნიჭიც, ცოდნა, ფული... მე და ბიზნესი შორს ვართ ერთმანეთისგან. არ გამოვა ჩემგან ბიზნესმენი.

- რა ნატვრა გაქვს?

-ძალიან ბევრი კარგი ნატვრა მაქვს, შემოქმედებითი წარმატებები, ბევრი რამ მინდა გავაკეთო. ეს უფრო მიზანია ალბათ... ერთი ძალიან თბილი და კარგი ოჯახია ჩემი ნატვრა. რაღაც ასე მოხდა, ვარ დღემდე უცოლოდ...

-და არც არავინ არის?

-არის და ვნახოთ...

-ანუ შეყვარებული ხარ?

-არვიცი, ასე ვერ ვიტყვი

-რამდენი ხანია რაც შენს ცხოვრებაში გამოჩნდა?

-ორი თვეა... არაფერი ისეთი საინტერესო

-არც გული არ გიფანცქალებს ?

-არაა, გულის ფანცქალს უკვე სიყვარული ჰქვია. ჯერ არ არის არაფერი ამდაგვარი. ვფიქრობ, როცა ამ ნაბიჯს გადადგამ, თუ ოჯახს ეხება დაფიქრებაა საჭირო... არ მინდა რომ ეს ერთი ხელის მოსმით იყოს. მე რომ ვიყო 17-18 წლის, კიდე ხოო, მაგრამ ახალა უკვე დიდი ბიჭი ვარ და არ უნდა შემეშალოს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42