სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ნოდულარული დერმატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე მუშაობა იწყება
საზოგადოება - 12:56, 24 Mar, 2017     947
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსხვილფეხა საქონელში ახლად გავრცელებული დაავადების, ნოდულარული დერმატიტის ვირუსის კვლევის დანერგვაზე მუშაობენ. ამჟამად, ლაბორატორიის სპეციალისტებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის ფარგლებში ახალი მეთოდის შემუშავებაზე სწავლება უტარდებათ. FAO-ს წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობენ კვლევის დანერგვის პროცესში და შესაბამის რეკომენდაციებს აძლევენ ქართველ სპეციალისტებს. ვირუსულ-მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში ახალი მეთოდის დანერგვას მეთვალყურეობას ისრაელის კიმრონის ვეტერინარული ინსტიტუტის პროფესორი ბ-ნ, ორან ერსტერი უწევს. სწავლების დასრულების შემდეგ, ახალი დაავადების კვლევა, როგორც თბილისის, ასევე ახალციხისა და ქუთაისის ლაბორატორიებში იქნება შესაძლებელი.

ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მონაცემებით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ნოდულარული დერმატიტის ვირუსი 2016 წლის ბოლოს დაფიქსირდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი სტრატეგიის შექმნას ითვალისწინებს. FAO-ს პროექტის პირველი ნაწილის თანახმად, სპეციალურმა გუნდმა დაავადების გავრცელების რისკი შეაფასა, რის შედეგადაც, სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველთა ვაქცინაცია განახორციელა. პროექტის მეორე ნაწილი ლაბორატორიული კომპონენტის შესრულებას გულისხმობს. ლაბორატორიაში ახალი მეთოდის დანერგვა ხელს შეუწყობს, დაავადების გავრცელების შემთხვევაში, დროულად მოხდეს შესაბამისი კვლევების ჩატარება.

FAO-ს პროგრამის დასრულების შემდეგ, იგეგმება დაავადების კონტროლის სახელმძღვანელოს შექმნა. მსხვილფეხა საქონლის დაავადება - ნოდულარული დერმატიტი ახალი ვეტერინარული დაავადებაა, შესაბამისად საჭიროა დეტალური ინსტრუქცია იმისათვის, რომ დაავადების კონტროლი და აღკვეთა საჭირო პროცედურების დაცვით განხორციელდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42