საკუთრებაში გადმოგვეცეს შპს ტელეკომპანია "საქართველო" - "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების შეთავაზება ძმებ ყარამანიშვილებს
საზოგადოება - 21:19, 23 Mar, 2017     6669

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც ძმები ყარამანიშვილების შეთავაზებას ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის 40%-იანი წილის გადაცემის თაობაზე უარით უპასუხა.

„ჩვენი უარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

პირველი - ამჟამად ყადაღის ქვეშ მყოფი 40%-იანი წილის რუსთავი 2-ის გუნდისთვის გადმოცემა პრაქტიკულად განუხორციელებადია, რამეთუ რუსთავი 2-ის წესდების თანახმად წილების გადაცემას ესაჭიროება ყველა მეწილის, მათ შორის 9%-ის წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის თანხმობა, ამგვარი თანხმობა არ არსებობს და შესაბამისად წარმოდგენილი შემოთავაზება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს ფიქციას, რაც როგორც ჩანს სამწუხაროდ ძმებ ყარამანიშვილებს გამორჩათ მხედველობიდან.

მეორე - ამას გარდა, რაც მთავარია კომპანიის 40%-იანი წილის ფლობა პრაქტიკულად არ ცვლის საქმის ვითარებას, რამეთუ გადამწყვეტი ხმის უფლება ისევ რჩება ტელეკომპანია საქართველოს, რომელიც კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51%-იან წილს ფლობს და ტელეკომპანია საქართველოს მესაკუთრეებიც არიან ძმები ყარამანიშვილები, შესაბამისად შემოტავაზებული წინადადებაც შინაარსობრივი თვალსაზრისითაც ერთგვარად ფიქტიურია. რადგან კოლექტივის კომპანიის მართვაში ჩართულობის ვერანაირ გარანტიას ვერ ქმნის.

მესამე - სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლები გამოვდივართ საპასუხო ინიციატივით, საკუთრებაში გადმოგვეცეს შპს ტელეკომპანია საქართველო, რაც როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად ერთადერთი გზაა კომპანიაში საქმის ვითარების რეალურად და არა ფიქტიურად შესაცვლელად. შპს ტელეკომპანია საქართველო არ არის დაყადარებული, მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს, მისი კოლექტივისთვისგადმოცემით, არა მხოლოდ ჩვენი ტელეკომპანიის, არამედ ქართული მედიის ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მესაკუთრეები გახდებიან თავად მისი თანამშრომლები, მათ მიერ საამისოდ შერცეული და უფლებამოსილი პირების მეშვეობით, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იქნებიან სწორედ მათ წინაშე.

მეოთხე- მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აგრეთვე აღვნიშნოთ, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმით ასევე დასრულდება არაჯანსაღი და ხშირ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციები რუსთავი 2-ის პარტიულ ან სხვაგვარ აფილაციებთან დაკავშირებით და უკვე მათ შორის არც ფორმალურ-სამართლებრივი საფუძველი არ ექნება იმის მტკიცებას, რომ სარედაქციო პოლიტიკა ყალიბდება სხვა ადამიანების ჩარევით და მხოლოდ ჩვენ, უკვე ფორმალურ-სამართლებრივადაც სრულად და დამოუკიდებლად ვიქნებით პასუხისმგებელი ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაზე. ახლაც და მომავალშიც, ამ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას ვგულისხმობთ და ასევე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის პირობებსაც.

მეხუთე- ჩვენ გვესმის ლეგიტიმური ინტერესი იმისა, რომ არ შეიქმნას ინვესტორების საფარქვეშ კომპანიაში მესამე პირების შემოსვლის საშიშროება. საამისოდ მზად ვართ, წილების ჩვენთვის გადმოცემის შემთხვევაში ტელეკომპანია საქართველოს წილის ნებისმიერ მესამე პირზე გასხვისება შესაძლებელი იყოს მხოლოდ უპრეცენდენტოდ მაღალი კონსესუსის საფუძველზე.

მეექვსე - კიდევ ერთხელ ვუცხადებთ ძმებ ყარამანიშვილებს მადლობას შემოთავაზებისთვის, რომელზეც სამწუხაროდ უარი უნდა განვაცხადოთ და მივმართავთ მათ ჩვენი საპასუხო შეთავაზებით, გადაეცეს არხი საკუთრებაში იმათ, ვინც რეალურად და სრულიად დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე დახმარების გარეშე, საკუთარი თავგანწირული ბრძოლით დღემდე მოიტანა ეს კომპანია, შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და შეუნარჩუნა მთელს საქართველოს, ხალხს თავისუფალი სიტყვა და ეს მოხდა იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ ყველა შესაძლო მეთოდით იბრძოდა მთელი სახელისუფლებო მანქანა.

ღრმად გვწამს, რომ ამ შეთავაზების დაკმაყოფილებით ძმები ყარამანიშვილები გამოიყენებენ ისტორიულ შესაძლებლობას, ოქროს ასოებით ჩაწერონ საკუთარი სახელები ქართული მედიის გამოხატვისა და თავისუფლების ისტორიაში.“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42