სიუჟეტი მოგვითხრობს მაძიებელთა ჯგუფზე, რომლებიც ჯარისკაცებთან ერთად 70-იან წლებში, ვიეტნამის ომის მიწურულს, გადაწყვეტენ მისტიურ კუნძულზე გამგზავრებას, რათა მის პრეისოტრიულ ბინადრებს გაეცნონ. სწორედ, აქ აღმოაჩენენ ლეგენდარულ კონგს, რომელსაც თავისი კანონები აქვს კუნძულზე, მოგზაურებს კი რთული ბრძოლა მოუწევთ თავდაცვისა და გადარჩენისთვის.
მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფილმის შემქმნელები, ბევრ სიურპიზს გვპირდებიან. ვოტ რობერტსი აცხადებს, რომ გაგვაოცებს ულამაზესი ადგილებით, რომელიც ჯერ არ გვინახავს ეკრანებზე და ასევე ამომბს, რომ მისი შექმნილი კინგ კონგი იმაზე დიდია ვიდრე წარმოგვიდგენია.
''კონგი: თავისქალის კუნძულის'', პრემიერა 9 მარტს შედგა და მას 3D - სა და Imax-ში ვიხილავთ. ფილმისგან, რომლის ბიუჯეტი 190 მილიონი დოლარია, შემქმნელები დიდ წარმატებას ელიან და კრიტიკოსებიც იგივეს უწინასწარმეტყველებენ.
მასალის გამოყენების პირობები