თსუ-ს ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
საზოგადოება - 15:12, 23 Mar, 2017     1007
24 მარტს, 10:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი და იტალიის საელჩო საქართველოში თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წლის საიუბილეო და რომის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 წლის ღონისძიებას "ევროკავშირი 60. ევროკავშირის წარსული, აწმყო და მომავალი" გამართავს.


ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოჰანეს დუმა, საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დიდიე ლერუა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.

საიუბილეო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება გამოფენა "მტკიცე კავშირი, რომელმაც დროს გაუძლო", რომელიც ტექსტების, ფოტომასალებისა და დოკუმენტების მეშვეობით, ევროკავშირის ისტორიის ძირითად ეტაპებსა და უმნიშვნელოვანეს მიღწევებზე მოგვითხობს. ასევე, გაიმართება დისკუსია ევროკავშირის მომავალზე და საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA). დისკუსიის ბოლოს, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტებს დიპლომები გადაეცემა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი 2007 წელს ევროკავშირის TACIS-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანადგომით დაარსდა. ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტები სწავლობენ ევროკავშირის ეკონომიკას, ევროკავშირის ფინანსურ და სავალუტო პოლიტიკას, ევროკავშირის სამართალს, კონკურენციის პოლიტიკას, ევროპეიზაციას და ევროინტეგრაციის თეორიებს, ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას, თავისუფალ ვაჭრობას და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. სტუდენტებს ასევე აქვთ საშუალება გაეცნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ასპექტებს, მიიღონ სათანადო ცოდნა ევროპის და ევროკავშირის ისტორიისა და ევროპის კულტურული მოზაიკის გარკვეული ასპექტების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42