წმინდა ბარბარეს უბანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საზოგადოება - 14:51, 23 Mar, 2017     1540
თბილისის მერი დავით ნარმანია და სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი წმინდა ბარბარეს უბანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, წმინდა ბარბარეს უბანში 6 ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება ასფალტის საფარი. აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარი 9 194 კვ.მ-ზე დაიგება.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნულ უბანში გზა გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ არ დაგებულა.

„გიგინეიშვილის ქუჩასა და მის პარალელურ ქუჩებზე გზის საფარის დაგების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას უკვე წლებია აწუხებს, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. ამ ეტაპზე, ბარბარეს უბანში სულ 6 მისამართზე დაიგება ასფალტის საფარი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამუშაოებს, სამგორის რაიონის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები შპს „იბერი“ და შპს „ჰედეფ ჯორჯია“ აწარმოებენ.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 471 873 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და აპრილში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42