,,კრემლში, ცეკაში წიხლის კვრით შედიოდა... “ - ვისი პროტოტიპია ჩცდ-ს კვაზი მანტკავა
საზოგადოება - 17:05, 23 Mar, 2017     26123

4 წელია რაც საქართველოში დაბრუნდა, მანამდე იყო ემიგრაციის წლები, საზღვარგარეთ გამგზავრება ოჯახთან ერთად, ესპანეთი, გერმანია, საყვარელ პროფესიას მოწყვეტა და ძირითადად ფიზიკური შრომა ... საქართველოში, სამსობლოს მონატრებასთან ერთად შვილების უცხოეთიდან გამოქცევამაც დააბრუნა. უცხოეთამდე კი იყო პოპულარობა და წარმატებული სპექტაკლები თელავის თეატრში, სადაც მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლეს 25 წელზე მეტ ხანს მოუხდა თამაში.

საქართველოში დაბრუნებულმა მალევე მიიღო სხვადასხვა თეატრიდან შეთავაზება, თეატრებს ფილმიც მოჰყვა, გიორგი ოვაშვილმა ფილმში „ხიბულა“ პირველი პრეზიდენტის პირადი მცველის როლზე დაამტკიცა. შემდეგ კი სერიალშიც გამოჩნდა, კვაზი მანტკავას სახეც შექმნა და მაყურებლის ერთ-ერთ საყვარელ გმირადაც იქცა. „ამ როლზე მუშაობისას გავიხსენე ჩემი ახლობლები, რომლებიც დაახლოებით ამ პრინციპით ცხოვრობდნენ , უფროს თაობაზე ვლაპარაკობ“ - ამბობს „ნიუპოსტთან“ ზურაბ ანთელავა და იმ დიდ ოცნებაზეც საუბრობს, რომლის ასრულება ასე ძალიან უნდა.

ზურაბ ანთელავა: ყველა გვარს ჰყავს თავისი ლიდერი, ჩემს გვარშიაც იყო ასეთი რეალური პიროვნება, ჩვენი გვარის დამაკავშირებელი - ინდიკო ანთელავა, ადამიანი, რომელიც მოსკოვში, კრემლში, ცეკაში წიხლის კვრით შედიოდა. გარეგნულად მორიდებული და მშვიდი იყო, მაგრამ სასწაულებს აკეთებდა... უბრალო ცხოვრებით დაიწყო ... არაფერი ჰქონდა ისეთი, პატარა გასტრონომიული მაღაზიის დირექტორი გახლდათ, მაგრამ საკავშირო მაშტაბის ფიგურა იყო.

სტალინის შვილიშვილი ჩამოიყვანა საქათველოში, მერე ევგენის სურვილი გაუჩნდა რომ სიძე ჰყოლოდა ქართველი და ასეთ სუფრაზე მე ვიყავი თამადა, 75-ში. დიდი კაცი იყო ძალიან, რომელიც ბევრ რამეს აკონტროლებდა კარგი გაგებით. თუ კი სადმე გაჭირვებული იყო ეხმარებოდა. როგორც მანტკავა არიგებს ყველგან სწორედ ისე...

- ანუ შორს არ დაგჭირვებიათ პერსონაჟის სახის შექმნისთვის წასვლა

- საბედნიეროდ არა, მისი საქციელები, მისი სიდინჯე, ვითომ მკაცრი ძალიან, მაგრამ სამართლიანი, ასეთი ტიპი იყო... გამიმართლა, რომ მოვხდი ჯერ ამ პროექტში და მერე შორს სარბენი არ გამიხდა. თუმცა, არ შეიძლება, რომ მხოლოდ ერთი ხაზით შემოიფარგლო, იქ რაღაცები აუცილებლად უნდა შეაზავო, შენი, სხვისი, პირდაპირ გადმოტანა არასაინტერესოა, ის ჩუქურთმები და ის ფერები თუ არ დაამატე, არ გაამკვეთრე, ვერ გამოვა ისეთი კარგი. ეს ჩვენი პროფესიონალური ჩვევები და თვისებებია.

- რა როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში „ჩემი ცოლის დაქალები“ და რა დოზით?

- მე მგონი ეს ის საშუალებაა, რომელიც გაახლოებს თანამედროვე მოაზროვნე და მხედვარე საზოგადოებასთან. თან პლუს ამას გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ქმედებით ვაჩვენოთ საზოგადოებას რა სიმაღლეს და რა დონით უნდა ვუფრთხილდებოდეთ, უარი ვთქვათ ან მივიღოთ ის, რაც ჩვენში ღრმად არის ჩადებული. ასე ვუყურებ ამას. თან ისეთი ხაზით მიმდინარეობს მოქმედებები, როგორც „ეკილიბრიო“ , ანუ დანის პირზე რომ დადიხარ და ცოტა იქეთ უფრო მეტია, ხოლო ცოტა აქეთ მოსაწყენი, ძან სხარტი ფორმაა.

პროექტი წლებია ხორციელდება და ისევ და ისევ დიდი პოპულარობით სარგებლობს. რა დიდი ფანტაზია უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ამდენი წელი ჯერ შენ გქონდეს ამის ენერგია და მერე ასაზრდოო საზოგადოება, რომელიც რაც დრო გადის უფრო და უფრო შედის ინტერესში, არის მოლოდინი თუ რას შესთავაზებ ხვალ ისეთს, უფრო საინტერესოს... ანუ სულ მზადყოფნაში ხარ, ტვირთი რომ ასწიო უნდა ივარჯიშო. კუნთი სულ მზად უნდა გქონდეს, სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, საზოგადოება ვავარჯიშოთ იმ სხარტი ხედვისკენ თუ რა არის ცუდი და რა არის კარგი.

- გქონიათ სურვილი, რომ გქონოდათ იმდენი, რამდენიც თქვენ გმირს აქვს სერიალში?

- კი, როგორ არა. ჩემი ოცნებაა მქონდეს ბევრი ფული... გავდებდი ყველა ხიდს, მართალია ვერ გაწვდები ყველას და ყველაფერს, მაგრამ კვალი რომ დაამჩნიო, ხნული რომ იყოს, ესეც დიდი საქმეა... მგონი ერთი საუდის არაბეთში გააკეთა პრინცმა რამდენიმე მილიარდი ეგრევე დაარიგა ღატაკებისთვის. მსგავსი არავის გაუკეთებია, კონკრეტულად მისცა გაჭირვებულებს.

ძალიან მიყვარდა სტუდენტობის პერიოდიდან რუსთაველზე სეირნობა, ვერ დავდივარ, გული მტკივა, რომ ვუყურებ გაჭირვებულებს, განა რამდენი მაქვს რომ ყველას გავწვდე? ჯიბე არ მიწყობს ხელს. მდიდარი რომ ვიყო ისეთ სათვალიოს გავაკეთებდი რამდენიმე დიდ სიკეთეს, რომელიც დარჩებოდა. მისაბაძი იქნებოდა სხვისთვის, მე გავაკეთებ, შენ გააკეთებ, ის გააკეთებს და საერთო ჯამში ბევრი გამოვა...

-მაინც რას გააკეთებდით ბატონო ზურაბ, რა არის თქვენთვის ეს დიდი სიკეთე?

- აი, რომ მქონდეს დიდი ფული რამდენიმე თეატრს ბიუჯეტს მივცემდი. 200 000 ევრო ასეთი თეატრებისთვის წამალია დღეს. ჩემნაირი დიდი მილიონერებისთვის არაფერი (ეღიმება)

ვოცნებობ მქონდეს საშუალება, რომ სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრს ნახევარი მილიონი მივცე. წლიური ბიუჯეტის ფორმით. ასევე ზუგდიდის თეატრს. გაჭირვებული და დანგრევის პირას მისული საზოგადოების წამოსაწევად მინდა ბევრი ფული, თორემ კონკრეტულად რომ დავარიგო არა. აი სწორედ ესაა, რომ ვთქვი ნახნავი გაიყვანო თქო, მერე სხვა ჩააგდებს თესლს, ვიღაც მოფარცხავს და როცა იქნება აღმოცენდება...

ერთი დიდი ოცნებაც მაქვს, ძალიან მინდა შევქმნა ბალაგანის თეატრის მსგავსი კარვის თეატრი, თანამედროვე ტექნიკით. ავაწყობ, დავშლი, წავალ, ვითამაშებ... მოგზაურობა ძალიან მიყვარს და რატომაც არა, თუ მაქვს შანსი და ვარ ჯიბე სავსე კაცი, ვივლი ამ კარავით, გავახარებ ბევრს და ვიქნები მეც ძალიან ბედნიერი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42