თსუ-ში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
საზოგადოება - 13:22, 23 Mar, 2017     1109
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს ეკლესიის განათლების ცენტრის თავმჯდომარე მეუფე იოანე, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე, თსუ პროფესორები, სტუდენტები, საპატრიარქოსა და სასულიერო აკადემიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთვისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, საპატრიარქოში, პარლამენტში გაგრძელდება. „მეოცე საუკუნის დასაწყისში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, პირველი ქართული უნივერსიტეტის - თბილისის უნივერსიტეტის დაარსება და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი, განმსაზღვრელი იმისა, თუ როგორი იქნებოდა საქართველოს მომავალი. გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ ქართული ეკლესიის აღმშენებლობის პროცესის დაწყებით, კვლავ დაიწყო ფიქრი და ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენს უნივერსიტეტში მოწყობილი გამოფენა და სამეცნიერო კონფერენცია სწორედ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას, სახელმწიფოებრიობის განვითარებაში ეკლესიის როლს, ავტოკეფალიისთვის მებრძოლი კატოლიკოს-პატრიარქების მოღვაწეობას ეძღვნება,“- აღნიშნა თსუ რექტორმა.

„ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა არ არის მხოლოდ ეკლესიის დღესასწაული, არამედ მთელი ერის დღესასწაულია. ეკლესიის ავტოკეფალია მოწმობს იმაზე, რომ ერს ძალა შესწევს თვითმყოფადობის, დამოუკიდებლობის და იმ ძალისხმევის სულიერი და ამქვეყნიურის, რომელიც აუცილებელია, როცა ხალხს აღიარებული აქვს მისი დამოუკიდებლობა, როგორც საერო-სახელმწიფოებრივი, ასევე საეკლესიო. 100 წლის წინ ავტოკეფალიის აღდგენა უსწრებდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ისევე როგორც შემდგომ მისი მსოფლიოში აღიარება წინ უსწრებდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ერში სულიერი ძალა არის აღიდგინოს თავისი დამოუკიდებლობა, ის მერე რეალიზდება ფიზიკურ სამყაროშიც,“- აღნიშნა რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტმა, საქართველოს ეკლესიის განათლების ცენტრის თავმჯდომარემ მეუფე იოანემ.

ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა, დოქტორანტებმა, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა წაიკითხეს მოხსენებები ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საეკლესიო და ისტორიულ რეალიებზე; ამ საკითხთან დაკავშირებულ საზოგადოებისთვის უცნობ ფაქტებზე. სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

ღონისძიების ფარგლებში გახსნილ გამოფენაზე ,,ავტოკეფალია 100“ წარმოდგენილია თსუ ბიბლიოთეკასა და მუზეუმში დაცული საეკლესიო უნიკალური გამოცემები და ხელნაწერები. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 1629 წელს რომში გამოცემული პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - ქართული ანბანი ლოცვებითურთ; ასევე რომში, 1679 წელს გამოცემული ქართული ენის გრამატიკა; 1705 წელს მოსკოვში დასტამბული დავითნი; 1709 წელს ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი სახარება და სხვა რარიტეტი. ექსპონატები ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად, მაღალმხატვრული პოლიგრაფიული და კალიგრაფიული ღირსებით გამოირჩევიან.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის ინფორმაციით, „გამოფენაზე წარმოდგენილია იტალიაში დაბეჭდილი პირველი ქართული წიგნი; ვახტანგის, არჩილის, ერეკლეს სტამბებში გამოცემული წიგნები და სხვა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს იმ პატრიარქების ნაქონი წიგნები, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ავტოკეფალიასთან და დაკავშირებულნი იყვნენ უნივერსიტეტთან. გამოფენილია პირველი კათოლიკოს-პატრიარქის კირიონის ნაქონი წიგნები. კირიონის ბიბლიოთეკა მთლიანად დაცულია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავებში. ექსპოზიციაში წარმოდგენილია კალისტრატე ცინცაძის მიერ საჩუქრად გადმოცემული წიგნები, პატრიარქ ილია მეორის ნაჩუქარი წიგნები. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს გაიხსენოს ქართული წიგნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპები და პოლიგრაფიული ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.“

ექსპოზიციაზე, აგრეთვე, წარმოდგენილია ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში მონაწილე იმ სასულიერო პირების ფოტოები (კირიონ II, ლეონიდეს, კალისტრატე ცინცაძის, ამბროსი ხელაიას და ილია II) და მათი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა დროს საქართველოს პატრიარქები გახდნენ. დამთვალიერებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ის უნიკალური საარქივო ხელნაწერები, რომლებიც დოკუმენტურად ასახავენ 100 წლის წინ საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით განვითარებულ რთულ პროცესს. გამოფენა ერთ კვირას გასტანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42