ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დადგენილებას სოფელ მოხის საჯაროს სკოლის საქმეზე, კანონშეუსაბამოს და დაუსაბუთებელს უწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, დადგენილება განათლების მინისტრთან გაასაჩივრეს. თავსაბურავთან და მოსწავლის სავარაუდო შევიწრობასთან დაკავშირებით დირექტორის პასუხისმგებლობა დეპარტამენტმა არ დაადგინა. აღნიშნულს თავად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა:
„ვნახავთ რა ეწერება ხელახალ მიმართვაში და საფუძველი რა იქნება, სამინისტრომ მოკვლევა ჩაატარა, თუ რომელიმე არასამტავრობო თვლის, რომ მათი გადაწყვეტილება საბოლოო უნდა იყოს, ეს არასწორია, ეს შეცდომაა, სამინისტრომ მოკვლევა ჩაატარა, გამოვიკვლიეთ ეს შემთხვევა და დარღვევა არ იქნა გამოვლენილი“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






