საინფორმაციო მასალები ვრცელდება საჯარო თავშეყრის ადგილებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ზემოაღნიშნული საინფორმაციო მასალები ასევე განთავსდება კახეთის რეგიონში არსებულ სკოლებში. სსსტც „დელტა“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის ცენტრის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ 80-ზე მეტი სოფლის წარმომადგენელს და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გადასცეს მათ საინფორმაციო ფლაერები და პლაკატები. შეხვედრებს აშუქებს რეგიონული მედია. კამპანიაში აქტიურად ჩაერთო სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მიაწვდის ფლაერებს კომუნალური გადახდის ქვითრებთან ერთად. ანალოგიური შინაარსის პლაკატები განთავსდება სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის" 8 სერვის-ცენტრში.
მიმდინარე წლის 20 მარტიდან „დელტა“-ს წარმომადგენლები ყოველდღიურად მართავენ შეხვედრებს კახეთის სხვადასხვა რაიონში და ადგილობრივ მოსახლეობას გადასცემენ ფლაერებს და პასუხობენ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებს.
სსსტც „დელტა“-ს საინფორმაციო კამპანია 14 მარტს დაიწყო და 1 აპრილს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






