„იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატის“ ფარგლებში, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები იურიდიულ პრაქტიკას გაივლიან
საზოგადოება - 18:33, 22 Mar, 2017     1353
ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ-მა „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის ფარგლებში, სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში პრაქტიკულ კურსს 4 თვის განმავლობაში გაივლიან, სადაც სტუდენტები მოქალაქეებს, ორგანიზაციის ტრენერ-ადვოკატების ზედამხედველობით, სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ. პრაქტიკული კურსის მიმდინარეობისას, სტუდენტები სამართლებრივ დოკუმენტებს შედგენენ და ტრენერ-ადვოკატთან ერთად, როგორც სასამართლო, ისე თვითმმართველობის ორგანოებში წარმომადგენლობას განახორციელებენ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკის გავლას შემოდგომის სემესტრიდან დაიწყებენ.

კურსის მიზანია მაგისტრანტს საშუალება მისცეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს, გამოუმუშაოს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და ადმინისტრირების უნარი. დამოუკიდებელი მუშაობის ფარგლებში, სტუდენტი განახორციელებს სამართლებრივი ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიებასა და ანალიზს. აღნიშნული პრაქტიკა სტუდენტს პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებელ წარმართვაში დაეხმარება. როგორც „ჩემი ადვოკატი“-ს დირექტორმა მარინა ბერაძემ აღნიშნა, პრაქტიკული კურსი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მომავალი პროფესიის განვითარებაში დაეხმარება „ მოხარული ვარ, რომ „იურიდიული კლინიკა- ჩემი ადვოკატი“ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მიიღებს და ახალბედა ადვოკატების აღზრდაში თავის წვლილს შეიტანს“ - განაცხადა მარინა ბერაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“-ს საქმიანობის მთავარ მიზანს, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში უსასყიდლოდ, იურიდიული დახმარების გაწევა წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42