სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოდან სომხეთში იარაღის კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინეს, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით სომხური მედია ავრცელებს.
როგორც უწყება აცხადებს, აღნიშნული კონტრბანდული იარაღის ქვეყანაში მოსალოდნელი შეტანის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე მარტის თვეში შევიდა, ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად აღნიშნული დანაშაული აღკვეთილი იქნა და კონფისკაცია გაუკეთდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „იგლა“-ს.
ფაქტზე აღძრულია საქმე სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 235-ე მუხლის მიხედვით, რაც ჯგუფის მიერ იარაღის უკანონო შეძენის, გაყიდვის, შენახვას ან ფლობას გულისხმობს. დანაშუალის ჩადენისთვის დაკავებულია 2 პირი , მიმდინარეობს გამოძიება იარაღით უკანონო ვაჭრობასთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოსავლენად.
მასალის გამოყენების პირობები






