რუმინეთის ქალაქ ბრაილაში გამართულ 22-წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი ესკერხან მადიევი (69 კგ) გახდა, რომელმაც ფინალური ორთაბრძოლა რუს ვლადისლავ სავოსტიანოვს მოუგო.
ფინალში იბრძოლა 64 კილოში მონაწილე ლაშა გურულმაც, რომელმაც ინგლისელი ლუკ მაკკორმიკის წინააღმდეგ ღირსეულად იბრძლა, თუმცა საბოლოოდ მსაჯებმა გამარჯვება ბრიტანელს მიაკუთვნეს. ევროპის ჩემპიონმა ესკერხან მადიევმა, ფინალამდე ჯერ ბულგარელ მოწინააღმდეგეს აჯობა, შემდეგ მასპინძელთა წარმომადგენელი დამარცხა, მეოთხედფინალში ინგლისელ ფაილ კარლს სძლია, ხოლო ნახევარფინალში გერმანელი პაულ ვოლის მოუგო.
ლაშა გურულმა, ფინალამდე 4 მეტოქეს აჯობა. მან პირველი დაპირისპირება რუს მეტოქეს მოუგო, რის შემდეგაც ნორვეგიელი, რუმინელი და იტალიელი მოკრივეებიც დაამარცხა.
კონტინენტის პირველობიდან, საქართველოს 22-წლამდე მორკივეთა ნაკრები, 22 მარტს, თურქეთის ავია რეისით 17:00 საათსა და 15 წუთზე ჩამოფრინდება.
მასალის გამოყენების პირობები