1993 წლიდან 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება
საზოგადოება - 12:39, 22 Mar, 2017     1163
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით, ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვრის სანაპიროს დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ ორგანიზატორებთან და მოხალისეებთან ერთად მიიღო.

დასუფთავების აქცია პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

აქციაში მონაწილეობა ქალაქ თბილისის მერიის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

22 მარტი წყლის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას.

წყლის საერთაშორისო დღე საქართველოში რამდენიმე წელია აქტიურად აღინიშნება. მასში, როგორც სახელმწიფო, ასევე სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებია ჩართული. გაეროს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის მსოფლიოში სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა ყველას უნდა ჰქონდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42