ზაფხულის სეზონზე, ტურისტულ რაინოებში ელექტროენერგიის ხარისხიანი და სტაბილური მიწოდების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
რეაბილიტაცია მიმდინარეობს ძველი ბათუმის ცენტრალურ უბნებში, სადაც მონტაჟდება ახალი, მიწისქვეშა საკაბელო სისტემა, შენდება ახალი სატრატნსფორმატორო პუნქტი და რეკონსტრუქცია უტარდება არსებულ სატრანსფორმატორო პუნქტებს. აღნიშნული სამუშაოების შედეგად, საკურორტო სეზონზე, 10 000 აბონენტის ენერგომომარაგება უფრო საიმედო გახდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.
გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლის ელექტროენერგიით მომარაგების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა არსებული საჰაერო ხაზი შეცვალა ახალი, მიწისქვეშა ხაზით და დაამონტაჟა ახალი ფიდერები, რაც გააუმჯობესებს აღნიშნული დასახლებების ენერგომომარაგებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ამავდროულად, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთშიც. აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩების ენერგომომარაგების საიმედოობის გაზრდის მიზნით, მონტაჟდება ახალი სატრანსფორმატორო პუნქტები და საკაბელო სისტემა, რაც გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს ზაფხულის სეზონზე. სამუშაოები დაწყებულია და დასრულდება აპრილის ბოლოს.
მარტის ბოლოს იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ურეკი-შეკვეთილის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით. პარალელურად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კომპანიის სხვა ფილიალებშიც.
მასალის გამოყენების პირობები






