„არა ჩადებას“ - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დღეს აქცია გაიმართება
საზოგადოება - 10:22, 22 Mar, 2017     1823

ნარკოტიკული საშუალებების ჩადებით მოქალაქეების დაკავებებს გააპროტესტებენ დღეს აქციით. „არა ჩადებას“ - ამ მოწოდებით აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბებიან და პროტესტის ნიშნად ჯიბეებს ამოიკერავენ.

პროტესტის ნიშნად აქციაზე მისვლას გეგმავს საქართველოს პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ამ მიმართულებით მსგავსი სამოქალაქო აქტივობა გაგრძელდება. უმრავლესობის რიგებში კი აცხადებენ, რომ დღეს მსგავსი ფაქტები არ ხდება, კონკრეტული შემთხვევაბი კი სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ.

„ეს არის პირველი აქცია და ეს აქციები გაგრძელდება აუცილებლად და იქნება პერმანენტული, ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ იმ რეპრესიულ მანქანას, რომელიც დღეს ამოქმედდა ქვეყანაში, ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, რომლებიც დავიცავთ სხვის შვილებს, რადგან ჩვენი შვილები უკვე სხედან ციხეში და ძალიან აქტიური სამოქალაქო მოძრაობა დაიწყება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ელისო კილაძემ.

ოპოზიციის შეფასებით კი ნარკოტიკების ჩადების პოლიტიკა ქვეყანაში უნდა შეიცვალოს. პარლამენტის ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის -ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბევრი არასწორი რამ ხდება და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა:

„აქ უნდა იყოს ალბათ ყველაზე უტყუარი მტკიცებულებები და ყველაზე უტყუარი ფაქტები, რომ ეს მართლაც ასეა და არავის არ უნდა მიეცეს ამის თქმის საშუალება, ეს ნორმალურ ქვეყანაში, სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ბევრი არასწორი რამ ხდება და ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42