ყველასთვის კარგად ნაცნობი ისტორია მოჯადოებული პრინცისა და ლამაზმანის სიყვარულის შესახებ კინო ეკრანებზე ბრუნდება. “მზეთუნახავი და ურჩხული” - ასე ქვია ახალ საოჯახო, სათავგადასავლო მელოდრამას, რომელსაც სულ მალე ვიხილავთ დიდ ეკრანებზე.
ფილმის ბიუჯეტი 160 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო შემადგენლობა კი ასეთია: ბელის როლს, ჰარი პოტერის ვარსკვლავი ემა უოთსონი ასრულებს. ურჩხულს კი დენ სტივენსი განასახიერებს, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს როლი თავდაპირველად რაიან გოსლინგს შესთავაზეს, რომლისგანაც ლა ლა ლენდის გადაღებების გამო თანამშრომლობა ვერ შედგა, ხოლო ემა უოტსონმა სწორედ ''მზეთუნახავი და ურჩხულის'' გამო თქვა უარი ლა ლა ლენდში მონაწილეობასა და მიას როლზე. ფილმში გატსონის როლს ლუკ ევანსი ირგებს, ხოლო ლი ფოუ - ჯოშ გადი გახდება.
ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე 2017 წლის 16 მარტს შედგა, ის 3D და IMAX ფორმატებშია წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები