,,გვეყო ამდენი ტირილი...“ - როგორ წარმოუდგენია რეალური აკლდამა პოპულარულ გრიშა კაკაჩიას
საზოგადოება - 20:36, 21 Mar, 2017     8541

„როცა ბატონი დათო მოვიდა ჩვენთან, მე და ლევან ყოჩიაშვილს გვითხრა - ბიჭებო, თქვენ აქ ისე ხართ, როგორც თევზი წყალში და მირჩიეთ რამეო. რჩევას გვეკითხებოდა კაცი, რომელსაც უამრავი კლასიკა უთამაშია რუსთაველის თეატრში... ჰოდა, ძალიან შემიყვარდა... როცა ამხელა კაცი გეუბნება ამას, გაცილებით შენზე გამოცდილი და თავმდაბლად შემოდის ურთიერთობაში ეს ბევრ რამეს ნიშნავს“ - ამბობს „ნიუპოსტთან“ „ჩემი ცოლის დაქალების“ მერაბ დარჩია და ასე თბილად გრიშა კაკაჩიას როლის შემსრულებელს დავით კვირცხალიას ახასიათებს. მსახიობი სერიალის პარალელურად რუსთაველის თეატრის ორ წარმატებულ სპექტაკლშიც თამაშობს - "სულიერი არსებები" და "12 განრისხებული მამაკაცი,"

სერიალში კი ეპიზოდურ როლზე მიწვეულმა, კაკაჩიას გმირს თავისი შტრიხებიც შემატა და ბოლოს ეს უცნაური ხასიათის მქონე მილიონერი მაყურებელსაც შეაყვარა.

დავით კვირცხალია თავისი პერსონაჟისგან ძალიან განსხვავდება, სერიალის ახირებული და ჯიუტი გმირი ურთიერთობაში თბილი და უშუალოა, შეიძლება ითქვას ზედმეტად მგრძნობიარეც კი, რომელსაც ინტერვიუს ბოლოს, სამშობლოსა და ჩვენს დღევანდელ ყოფაზე საუბრისას თვალები უწყლიანდება.

დავით კვირცხალია: არავის უთქვამს ჩემთვის, რომ პერსპექტივა იყო და კიდევ გაგრძელდებოდა, არ ველოდი... უკვე ამ ცხოვრების ნაწილი ვარ, რასაც ესენი ასე გადასარევად ახორციელებენ. არ მინდოდა, რომ თეთრი ყვავივით შევსულიყავი და დამტყობოდა, პატარა ეპიზოდი იყო და უნდა მომესწრო და შიგნით ჩამედო მაქსიმუმი ასე ავაგე და დღემდე გრძელდება ეს ჩემი დამოკიდებულება.

-დღეს განწყობა როგორია?

-გადასარევი... ჯანმრთელობას არ ვუჩივი, სამუშაოც მაქვს. იცით ძნელია, როცა რჩები უმუშევარი, მითუმეტეს მამაკაცი, თან ჩვენს საქმეში, მალე გივიწყებენ. მძიმე ასატანია უსაქმური კაცი. კი რაღაცას შენით მოიგონებ, რაღაცას გააკეთებ, მაგრამ?!... მე გამომიცდია ეს და ძალიან გამიძნელდა.

-გამიკვირდა, რუსთაველის თეატრშიც ხომ ხართ?

-თეატრშიც ვარ, მაგრამ თეატრშიც თავისი პრობლემებია, მითუმეტეს, როცა ასაკში შედიხარ, უკვე ნაკლებ დაკავებული ხარ, ახალგაზრდობა უფრო ხელს გიწყობს, ვთამაშობდი ახალგაზრდა გმირებს, ტიტულოვან სპექტაკლებში, მაგრამ მერე როცა გაჭაღარავდები, დგება პაუზებიც... ამიტომაც, გადავწყვიტე მესწავლა კინომატოგრაფიულზე, დავამთავრე ქალბატონ ლანა ღოღობერიძის სახელოსნო... ძაან ისე არ ჩამითვალოთ, ბებრული ჯერ შორსაა, მაგრამ ძალიან სოლიდური ასაკის, 66 წლის ვარ, ამ თანაფარდობაში ჩემს ასაკთან კმაყოფილი ვარ ბედის. დასაქმებული ვარ, ამ სერიალით პოპულარობაც აღვიდგინე, და უფრო პოპულარული ვარ ვიდრე მანამდე ვიყავი. ესეც ძალიან კარგად ვიცი, როცა მორჩება ეს სერიალი, შეიძლება მალევე დაგივიწყონ. არ არის ისეთი გარანტირებული რამ, რომ ერთხელ ითამაშე და მთელი ცხოვრება გაგყვება. თუმცა, გააჩნია რას ითამაშებ...

- რა ხდება დღეს, როცა ასეთი პოპულარული ხართ?

-ძალიან ვგრძნობ ამ ყურადღებას, როდესაც დოლიძის ქუჩაზე გამოვდივარ აბსოლუტურად ყველა მიღიმის. ჩემი „ბრალი“ ის არის, რომ ეს გაურკვეველი პიროვნება ასე შევაყვარე ხალხს, რაც 100%-ით ჩემი პროფესიის დამსახურება და რაკი მივაღწიე ამას ჩემი შეხებით, ეს თავისთავად კიდევ ერთი სიხარულია.

-მაყურებელი როგორ გხვდებათ, რას გეუბნებიან?

-კომპლიმენტებს, განსაკუთრებით იმ მონოლოგს აღნიშნავენ, რომელიც აკლდამაში იყო. კოლეგებიც მილოცავენ ამ მონოლოგს.

-გრიშას გადაპატიჟებები არ არის ხოლმე?

-კი, როგორ არა, მაგრამ როგორ არის იცით? თუ გავერთე ამით მერე ვერც ტექსტს დავიმახსოვრებ და ვერც როლს გავართმევ თავს. მიყვარს საერთოდ სტუმარიც, ურთიერთობაც, ერთად ყოფნაც, მახარებს როცა ვინმე მოდის, ჩემთან სახლში, მაგრამ მე მყავს გარკვეული წრე. რადიო მიმღები რომ ამუშაო ანტენა უნდა იყოს იგივე სიხშირეზე, ამიტომ ხშირად ეს გარკვეული წრე იკრიბება ჩემთან. ამ სერილმაც შემძინა მეგობრები.

-გრიშა კაკაჩიამ რა მოგცათ?

-ასეთი თბილი დამოკიდებულებაა, ასეთ ანგელოზებთან ვარ და მეტი რა უნდა მოეცა ჩემთვის გრიშა კაკაჩიას?.. ეს როლი იყო ჩემთვის ღვთის ბოძებული. მე არც მილიონერი ვარ და არც ისეთი კეთლი და და ბოროტი, როგორიც გრიშა კაკაჩიაა, განსაზღვრული აქვს, სიკეთე როდის გააკეთოს და როდის უნდა მოსთხოვოს პასუხი მას, ვინც არ დაუფასებს ამ სიკეთეს, უნდა დააჯერო მაყურებელი, რომ შენ ხარ მილიონერი, თან ამ თვისებების მატარებელი, რომელსაც თავისი წესები აქვს ცხოვრების... თანაც მსგავსი რამ არ მქონდა ნათამაშები და ამ მხრივაც საინტერესოა ჩემთვის.

-გრიშას ფულები რომ გქონდეთ რას გააკეთებდით?

-ვერ გეტყვით, ძნელია ასეთი მდიდარი კაცის ფსიქოლოგიას ჩაწვდე. თან როცა შენ არ გამოგიცდია ეს. ჰგონიათ ადვილია ფულის შოვნა... არ არის ასე, ფულის შოვნას დიდი ნიჭი უნდა. იდეა, რომელიც მან განახორციელა ჯერჯერობით ეს აკლდამაა, რომელიც მის გვარს გაუკეთა და გამორჩეულად პატივი სცა.

-აკლდამას კაკაჩიას მსგავსად თქვენც გააკეთებდით?

-შეიძლება გამეკეთებინა, თუ კი მექნებოდა ამის საშუალება. აკლდამა ცუდი არ არის თუ კი ეს ზომიერებით კეთდება. მაგრამ არც ის მომწონს, როცა სასაფლაოზე დამკვრელები მიჰყავთ, ვითომ გაიგებს რამეს? არ მომწონს როცა ჩვენი სასაფლაოები მარმარილოებისა და გრანიტების გამოფენას ჰგავს. უჭირს თუ ულხინს ქვეყანას მაინც ერთი და იგივეს ვაკეთებთ.

-„ჩემი ცოლის დაქალებზე“ რას იტყვით? გიყურებთ აქ მსახიობებს და მართლა ერთი ოჯახივით ხართ...

-შესანიშნავი კოლექტივია, სადაც ყოველ დღე რაღაც აღმოჩენები კეთდება ჩვენს სფეროში, ყველას ეძლევა საშუალება, რომ კუდი მოიქნიოს როგორც უნდა, ისეთი სიტუაციაა, რომ შენ გეძლევა შენი სამსახიობო შესაძლებლობების გამოვლენა. ეს არის ყველაზე საოცნებო რამ მსახიობისათვის. უნიჭიერესი კოლექტივია, დიდებული ავტორი ჰყავს ამ ყველაფერს, თითქოს გულიდან მოდის ყველა სიტყვა. ქეთი დევდარიანის შრომისმოყვარეობამ გამაოგნა. გაოცებული ვარ ამ ქალბატონის ასეთი დაუზარლობით. ჩემთვის წარმოუდგენელია ერთი სეზონისთვის 70 სერიის დაწერა. ძლიერი ნატურა უნდა იყო რომ ამას გაუძლო.

შესანიშნავი რეჟისორია გიორგი ლიფონავა, რომელთანაც ერთი სიხარულია მუშაობა. სანამ გავიცნობდი გიორგი სულ სხვა ტიპი მეგონა, უფრო ავარული, როცა გავიცანი, ვნახე რომ ეს არის დახვეწილი რაინდი, თბილი, ოჯახში კარგად აღზრდილი. მეც ალბათ ახალგაზრდობაში მინდოდა ეგეთი ვყოფილიყავი, ან ვერ ვიხსენებ და ალბათ ასეთი ვიყავი. მომართულია ოღონდ მოგისმინოს და თუ რამეს მიიტან იოტისოდენასაც არ დაგიკარგავს. ბედნიერებაა ამათთან მუშაობა.

- სწორედ ამ მუხტს გრძნობს მაყურებელი...

- იმიტომ რომ, ჩვენი პროდუქცია იქმნება მაყურებლისთვის და არა ჩვენთვის. მაყურებლის გარეშე ჩვენს პროფესიას არანაირი აზრი არა აქვს. მე მადლობელი ვარ მაყურებლის, რომ ასე მიმიღო ამ სერიალით, სპექტაკლებით. მაგათ ვენაცვალე მე. ღირს ცხოვრება როცა მაყურებელი მოდის შენს საპატივცემულოდ სპექტაკლზე, ბილეთს ყიდულობს, ფულს იხდის იმაში რომ ერთი საათი გიყუროს. ამაზე დიდი ბედნიერება რა არის. ასევე სერიალში, როცა ამდენი გაღიმებული სახე გხვდება ქუჩაში, რა უფლება მაქვს რომ არ გავაღმერთო მაყურებელი?

-ბატონო დავით რამდენიმე ათეული წელია რუსთაველის თეატრის სცენაზე თამაშობთ, სად უფრო რთულია თამაში, სპექტაკლში თუ სერიალში?

-შემართება ერთი და იგივე უნდა იყოს ყველგან, შენ გეძლევა შანსი და იმას თუ არ გამოიყენებ ის დრო წავა, გინდ სპექტაკლი იყოს, გინდ ფილმი და გინდ სერიალი. როცა ინსტიტუტში ვსწავლობდი ჩემთვის ყველაზე მეტად საპატივცემულო ადამიანი, მიხელ თუმანიშვილი ამბობდა - ისე უნდა იცხოვრო, რომ იცოდე ეს დღე აღარასოდეს განმეორდებაო, ამიტომ ეს დღე მაქსიმალურად უნდა იყოს სავსე შენი შემოქმედებით. მე მაშინ გამიმართლა ყველაზე ძლიერ, როდესაც მის ჯგუფში მოვხვდი. რადგან მსგავსი თავდადებული და შეწირული კაცი თეატრალური ხელოვნებისთვის არ მინახავს. მისთვის თეატრი იყო ყველაზე დიდი ტაძარი, რასაც ის ემსახურებოდა და ყველაფერს გაიღებდა მისთვის... ასეთმა კაცმა აგვღზარდა.

-ბატონო დავით თქვნი ყველაზე დიდი სურვილი რა არის?

-ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ჩემი ქვეყნის გაერთიანებაა. გვეყო ამდენი ტირილი, გვეყო...

საერთოდ პოლიტიკისგან შორს ვარ, ვერ ვხვდები რაღაცებს, მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია, - ყველა მთავრობას ვგულშევმატკრივრობ. არცერთ მთავრობას არ უნდა რომ ქვეყანა გამოეცალოს ხელიდან, ან არ ააშენოს კარგი, საქართველო უყვარს ყველას, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ქვეყნის სცენარები სხვა ქვეყნებში იწერება და არცერთი არ არის ისეთი, რომ ჩვენს სასარგებლოდ რამეს აკეთებდეს, მინდა გააკეთონ ის მთავარი... მაგრამ მიუხედავად ამ ორომტრიალისა დადგება ის დრო, როცა სამართალი პურსა სჭამს. შეიძლება მე ვერ მოვესწრო, მაგრამ ვიცი, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება. ვერ ვიქნები პესიმისტი, და ვერ ვიტყვი რომ აფხაზეთი არ დაგვიბრუნდება...

სურვილი მაქვს, რომ ჩემი ქვეყანა ვნახო გაღიმებული და წელში გამართული. ჩვენი ქალები მეცოდებიან ძალიან, კაცებიც. ქალს მოვლა უნდა, ამის საშუალება ქმარს არა აქვს და გატყდა. იცის მტერმა ეს ქართული ხასიათი და ამას სპეციალურად უშვებს.

არადა ქართველზე ლაღი გინახავთ ვინმე? გინახავთ სადმე რომ ამდენი მღეროდეს? ამდენი გმირობა ჩაედინოს? ვიღაცას სატრაბახოდ ერთი ორი პოეტი ჰყავს, აბა გადახედეთ ჩვენს პოეტებს. პოეზიის ქვეყანა ვართ. უნიკალური ანბანი გვაქვს. მდიდრები ვართ ყოველ მხრივ... მაგრამ?... მინდა რომ მშვიდობა იყოს და .ბავშვებს ჰქონდეთ ნამდვილი მომავალი.


ფოტო: newposts






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42