ღამით ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ქარის სიჩქარე ღამის განმავლობაში 32 მეტრი წამში დაფიქსირდა.
ქარი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღესაც შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დედაქალაქში 23 მარტიდან გამოიდარებს და ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს.
თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება.
20-21 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში აღინიშნა წვიმა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში თოვლი.
საგენტოს ინფორმაციით, ქროდა დასავლეთის მიმართულების ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერი ქარი.
”მეტეროლოგიური სადგურებიდან შემოსული ინფორმაციის მონაცემებით, დაფიქსირდა ქარის სიჩქარის შემდეგი მნიშვნელობები: გორში 28მ/წმ, თბილისის ვაშიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემით - 24 მ/წმ, თბილისის აეროპორტის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ შეადგინა - 32 მ/წმ, რაც არსებული კლასიფიკაციით, გრიგალის კატეგორიას განეკუთვნება. მარნეულში - 19 მ/წმ.; ქობულეთში - 19 მ/წმ,; მთა-საბუეთზე - 23 მ/წმ. დღეს, დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17 – 22 მ/წმ - ში იქნება”, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სადაც აღნიშნულია, რომ 22 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
მასალის გამოყენების პირობები






