"ბავშვები სხვა სამყაროდან" - შენგელიების ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 17:57, 20 Mar, 2017     9386
ეს კადრები საშინელებათა ფილმიდან არ გეგონოთ, ეს ჩვენი დღევანდელი რეალობაა! ძველი, ნახევრად დანგრეული სახლი, ფანჯრები ჩამტვრეული შუშებით, ნესტიანი კედლები და ცივი ბეტონის იატაკი... აქ ცოტა ხნით გაჩერებაც კი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, სოფიკო და ნუგზარ შენგელიების ოჯახი, კი აქ 7 ბავშვთან ერთად ცხოვრობს, მართალია მათ არსებობას ცხოვრებას ვერც დავარქმევთ!

მათ შესახებ ყველამ დაივიწყა... ახლობლებმა, ნათესავებმა, სახელმწიფომ. ისინი საკუთარ სახლში ლანდებივით დადიან და თავადაც შეეჩვივნენ ამ გამოუვალ ყოფას. თავიანთ სამყაროში ცხოვრობენ, რომელიც სხვას არავის ადარდებს. ამ საშინელებას თუ ოდესმე თავს დააღწევენ, ვერც კი წარმოუდგენიათ.

ყველაზე პატარა ქეთი 3 წლისაა, მას არასოდეს გაუსინჯავს კანფეტები, თუმცა ამაზე საუბარიც ხომ ზედმეტია, ბავშვს ზოგჯერ ხმელი პური ენატრება. ლუკა 7 წლისაა, მისი ერთადერთი „სათამაშო“ და საუკეთესო მეგობარი კატაა. 10 წლის მოსეს არასოდეს დაუტოვებია თავისი სოფელი, მას არც ჰგონია, რომ მისი სოფლის გარდა კიდევ სხვა სამყარო არსებობს. მართა 13 წლისაა, მის ასაკში გოგონები უკვე გაპრანჭვას იწყებენ, მართას კი არასოდეს ჰქონია ახალი ტანსაცმელი და სავარაუდოდ არც არასდროს ექნება... მარიამი, მათე და მარკოზი პატარები არიან, მაგრამ თავს ბავშვებად არ თვლიან. მათ ბავშვობა არც ჰქონიათ, არც აწმყო აქვთ და მომავალის არანაირი იმედი.

მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც საკვებისთვისაც კი არ ჰყოფნით. ქალბატონი სოფიკო ცდილობს 400 ლარით გამოკვებოს 7 შვილი ერთი თვის განმავლობაში, რამდენად შესაძლებელია ეს? განსასჯელად თქვენთვის მოგვინდვია. მამა მუშაობს, მაგრამ გამომუშავებული გროშები კომუნალურებისთვისაც არაა საკმარისი.

ბავშვები მშივრები არიან, თუ ჩვენ არ დავეხმარეთ მათ ისინი უბრალოდ ვერ გადარჩებიან! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ, რომ პატარები შიმშილით დაიღუპონ? მათთვის ხომ პური, უბრალო პურიც კი ყველაზე სასურველი სასუსნავია.

სკოლას და საბავშვო ბაღს ხშირად აცდენენ, ერთი უბრალო მიზეზის გამო – მათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ აქვთ! ასევე შიმშილისგან დაუძლურებული ბავშვებისთვის ძნელია გაკვეთილებზე დასწრება.

მშობლების ერთადერთი ოცნებაა, ბავშვები დააპურონ, რომ მათ ღამე მშვიდად ეძინოთ, სულ შიშის ქვეშ არიან, რომ შიმშილისგან გამოღვიძებული პატარები დილამდე დაძინება ვეღარ შეძლონ.

მგონი, ზედმეტი სიტყვები აქ საჭირო აღარაა. ფოტოები ნათლად ასახავს ამ ოჯახის ყოფას.

ჩვენ ვერ დავრჩებით გულგრილნი, ჩვენს ხელშია შვიდი ბავშვის ბედი!

ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას შენგელიების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. თქვენი მცირედი შემოწირულობაც კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მათ ძალიან სჭირდებათ საკვები პროდუქტები, წამლები, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი, თეთრეული... თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შენგელიების ოჯახი) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/donate/183/

მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ამ ოჯახის მძიმე ხვედრის შემსუბუქებას და პატარებს შიმშილისგან ვიხსნით. თუ ვერ შეძლებთ მათ დახმარებას, გააზიარეთ ეს ისტორია, რომ მან თავისი ადრესატი იპოვოს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42