საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თეირანის სულიერი ლიდერი საპატრიარქოში მიიღო
საზოგადოება - 16:34, 20 Mar, 2017     7012
ა.წ. 20 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში მიიღო ირანელთა დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა აიათოლა ქამეზსედიგი _ თეირანის სულიერი ლიდერი. შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ზაზა ვაშაყმაძე.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ვიზიტი მეგობრულ ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა ირანის რესპუბლიკასა და საქართველოს ეკლესიას შორის არსებული კავშირების განმტკიცებას.

"შეხვედრაზე ისაუბრეს გახშირებულ ტერორისტულ აქტებსა და მსოფლიოში განვითარებულ მძიმე პროცესებზე, რომლებსაც სამწუხაროდ უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. ასევე განიხილეს საქართველოსა და ირანში არსებული მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით. სტუმარმა კმაყოფილება გამოთქვა მუსლიმურ თემსა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის არსებული თბილი ურთიერთდამოკიდებულების გამო. მან ასევე ხაზი გაუსვა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის პიროვნების როლს და აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რეგიონში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, მან დასძინა რომ ჩვენს ქვეყანაში რწმენის თავისუფლების ერთ-ერთი დადასტურება საქართველოში არსებული მრავალრიცხოვანი მეჩეთებია და გამოთქვა იმედი, რომ სამომავლოდ ირანშიც ამოქმედდება მართლმადიდებლური ეკლესია.

თეირანის სულიერმა ლიდერმა წარადგინა ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ელჩი საქართველოში ბატონი ჯავათკავამ შაჰიდი.

აიათოლა ქამეზსედიგმა და ახლადდანიშნულმა ელჩმა ყურადღება გაამახვილეს მულტიკულტურულ ქვეყანაში სახელმწიფოს როლზე და რელიგიის სააგენტოს შექმნა დადებითად შეაფასეს.

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა და თეირანის სულიერმა ლიდერმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს."- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42