ფეიქრების ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საზოგადოება - 12:35, 19 Mar, 2017     2230

ფეიქრების ქუჩაზე გზის 2.3-კილომეტრიანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიმდინარე საგზაო სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო.

„ფეიქრების ქუჩაზე გზა ძალიან იყო დაზიანებული, რის გამოც მისი კაპიტალური შეკეთების გადაწყვეტილება მივიღეთ. ქუჩაზე იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და, ასევე, ეწყობა ტროტუარები. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის სისტემა გამოცვალა, ჩვენ ვაკეთებთ სანიაღვრე ქსელს, რომლის შემდეგაც დაიგება გზის საფარი. მოწესრიგებული ტროტუარი მოქალაქეებს ფეხით თავისუფალი გადაადგილების საშუალებას მისცემს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ფეიქრების ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე წლის 6 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი დასრულებულია. რეაბილიტაციის ფარგლებში გზის 1.4-კილომეტრიან მონაკვეთში მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. ტროტუარები ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა.

გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ცეკური“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 3 815 000 ლარი. სამუშაოები ივლისში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42