მსოფლიო რაგბის ახალი შეთანხმების თანახმად, შედგება უფრო მეტი დაპირისპირება პირველი და მეორე დონის სარაგბო გუნდებთან, ივლისსა და ნოემბერში.
SANZAAR-ის ქვეყნები(ახალი ზელანდია, ავსტრალია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა) თანახმა არიან მეორე დონის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშონ ივლისის თვეში.
Radio Sport Breakfast-სთან ახალი ზელანდიის რაგბის ხელმძღვანელის, სტივ ტევმა განაცხადა, შესაძლოა დაუშვან შესაძლებლობა, რომ ახალი ზელანდიის ნაკრებმა მაგალითად, თბილისში ითამაშოს.
მისი თქმით, ბოლო 13 წლის მანძილზე პირველ და მეორე დონის გუნდების შეხვედრებს შრის აშკარადა დაყოფა მოხდა, რაც უნდა აღმოიფხვრას და ამაზე მუშაობენ. მისი თქმით, ცვლილებები საჭირია, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში, გერმანიამ რუმინეთი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს და სამი საფეხურით წინ არის ექვს ერში მოთამაშე იტალისთან შედარებით.
მასალის გამოყენების პირობები