19 მარტს "ბორჯღალოსნები" "მუხებს" შეერკინებიან
სპორტი - 10:20, 19 Mar, 2017     5322
"რაგბი ევროპის" პირველობის გადამწყვეტ მატჩში "ბორჯღალოსნები" რუმინელ "მუხებს" (სტეჟარი) საუკეთესო 23-ეულით შეერკინებიან. თამაში 19 მარტს, 17 საათზე ბუქარესტის "არკულზე" გაიმართება. ბორჯღალოსნებს ბრძოლა ორი ჯილდოსთვის: ჩემპიონის სარგო "რაგბი ევროპის" ფარისთვის და სამეზობლო "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის" მოუწევს. ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველოს 1989 წელს შექმნილი ნაკრებისთვის ეს მე-200 მატჩია.

ბორჯღალოსნების ზელანდიელმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა სარუმინეთოდ ოპტიმალური რაზმი დაასახელა. რუსეთთან გამართული მატჩის შემდეგ ნაკრებში მხოლოდ 3 სიახლეა. შუამარბად დაბრუნდა მ მერაბ "ბუკა" შარიქაძე და დავით კაჭარავას შეუწყვილდება. მღლეტელად ითამაშებს გიორგი "კოკი" თხილაიშვილი, მარჯვენა ბურჯად კი, როტაციის თანახმად, სოსო ბეკოშვილი დაიწყებს.

მარქაფას დაემატა გამობრძმედილი ღერძი – ლაშა მალაღურაძე და გიორგი ბეგაძე. სათადარიგო მარჯვენა ბურჯია თორნიკე მატარაძე, ნორჩი ბექი, გიორგი კოშაძე კი ამჯერად 23 ნომერია.

საქართველოს ნაკრების რუმინეთთან ბალანსი 11-8*1-ია (ქულა 385:348, ლელო 33/29) , ანთიმოზ ივერიელის თასი კი „ბორჯღალოსნებს“ 10-ჯერ აქვთ მოპოვებული, „მუხებს“ კი 5 ჯერ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42