კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 20 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის, ქვემო მელითონეთა დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის და ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის მიზნით 13:30 საათიდან 14:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის მიზნით 15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა შესახვევის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგებში „მეტრა დეველოპმენტის“ დასახლების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის ქუჩის №13-ის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






