თბილისში საგაზაფხულო რგვები გრძელდება
საზოგადოება - 16:46, 17 Mar, 2017     904
სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში #166-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე 200 ძირი ხე-მცენარე დაირგო. გამწვანების ღონისძიებაში თბილისის მერი დავით ნარმანია ეკოლოგიისა და გამწვანები სამსახურის უფროს გიორგი წერეთელთან ერთად მონაწილეობდა.

სეზონური გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, ბაღის ტერიტორიაზე კვიპაროსის და ელდარის ფიჭვის ნერგები დარგეს. აქციაში, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლები, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი, ,,თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგენლები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.

„საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დღეს 200 ძირი ხე-მცენარე დაირგო. ეს აქცია გამორჩეულია იმით, რომ ბავშვები თავად არიან ჩართულები, სწავლობენ, ხეების დარგვას და მათ მოვლას. პატარებს ეცოდინებათ, როგორ იზრუნონ გარემოზე. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ღონისძიება მნიშვნელოვანია ბაღის აღსაზრდელებისა და მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის, რადგან იქმნება უფრო ჯანსაღი გარემო“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ხე-მცენარეები ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში დაირგვება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42