"გამოგვათრიეს გარეთ გინებით, ყვირილით, მიშო ჩასვეს მანქანაში და მოიტაცეს"- პრეზიდენტის სიძე მეგობრის დაკავებას იხსენებს
საზოგადოება - 15:46, 17 Mar, 2017     4111

ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული მიხეილ თათარაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დაკავებული ბრალდებას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა.

ბრალდებული ირწმუნება, რომ მან დაკავებიდან მეორე დღეს გაიგო, რომ მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდნენ.

თათარაშვილის განცხადებით, მას პოლიციას არ განუმარტავს რატომ ითხოვდნენ ავტომობილში ჩამჯდარიყო.

"როცა ვკითხე რატომ უნდა ჩავჯდე დაკავებული ვართქო? მითხრეს - არაო, უნდა გაგესაუბროთო, შემდეგ მანქანაში ჩამტენეს და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს. 2 დღეში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გავიგე, რომ დაკავებული ვიყავი ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით"- განაცხადა განსასჯელმა.

მიხეილ თათარიშვილის ინტერესების დამცველი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ თათარიშვილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

„თათარიშვილი არის შოკში, იმდენად წარმოუდგენელია მისთვის ეს ყველაფერი. სამი საათის განმავლობაში ექიმებმა კლინიკურად შეამოწმეს და განაცხადეს, რომ ის არ იმყოფებოდა კლინიკურად ნარკოლოგიური თრობის ქვეშ, ხოლო ლაბორატორიულ შემოწმებაზე ემ ვე დე-ს დაწესებულებაში უარი განაცხადა, ვგეგმავთ სამხარაულში ჩავაბაროთ თმის ღერი, რაც ყველას დაარწმუნებს, რომ ის არასოდეს მომხმარებელი არ ყოფილა,“- განაცხადა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.

სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა პრეზიდენტის სიძე, რომელიც აცხადებს, რომ თათარიშვილის დაკავების დროს ის მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

„შემოვიდნენ, ეგრევე ხელების გადაგრეხვა, გადამეტებული დოზით ძალადობა, გამოგვათრიეს გარეთ გინებით, ყვირილით, მანქანაში ჩატენვით. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციიდან ვართო, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე მოიტყუეს და ქალაქის მთავარი სამმართველოდან იყვნენ, ტელეფონი, ყველაფერი წაგვართვეს, მიშო ჩასვეს მანქანაში და მოიტაცეს. ადგილზე მე ხუთი წუთი ვყავდი დაკავებული, იმიტომ, რომ არ გავყოლილიყავი და ვერ მივმხვდარიყავი სად მიჰყავდათ მიშო, ის გააქრეს, რომ მართლა ვერ გავიგე სად წაიყვანეს, მერე გავიგე, რომ მთავარ სამმართველოში ჰყავდათ და აღმოაჩნდა 18 აბი სუბოტექსი, არც მე გავუჩხრეკივარ, არც ლევან მაისურაძე, მიშოზე იყო ეტყობა აშკარა მითითება, რომ ის უნდა დაეჭირათ“- განაცხადა მინდია გოგოჭურმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42