მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა - საქალაქო სასამართლო
საზოგადოება - 12:23, 17 Mar, 2017     1481
თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ მოსამართლე ვეფხია ლომიძის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მედიაში ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

როგორც "ნიუპოსტს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, მოსამართლის უძრავ-მოძრავი ქონება და შემოსავლები ასახულია ქონებრივ დეკლარაციაში და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის ვეფხია ლომიძის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მედიაში ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. მოსამართლის უძრავ-მოძრავი ქონება და შემოსავლები ასახულია ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და მასში მოყვანილი ინფორმაცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. მას შემდეგ, რაც მოსამართლე ვეფხია ლომიძემ განიხილა ელისო კილაძის შვილის, ნარკოტიკული დანაშაულისათვის ბრალდებულ დავით ხ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობა, საინფორმაციო სააგენტოებზე მიკერძოებულად გავრცელდა მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, მასალაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია მოსამართლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, თუმცა ყურადღების მიღმაა დატოვებული არაერთი სასესხო ვალდებულება, რომელიც მისსავე დეკლარაციაშია ასახული. დეკლარაციის შევსების სპეციფიკიდან გამომდინარე, მასში ინფორმაცია ცალ-ცალკე შეიტანება, როგორც მიწის ნაკვეთზე, ასევე მასზე განთავსებულ თითოეულ შენობა-ნაგებობაზე. აღნიშნულ სტატიაში კი თითოეული ნაგებობა ცალკე უძრავ ქონებადაა წარმოჩენილი.

დეკლარაციაში მითითებული ქონების აბსოლუტური უმრავლესობა შეძენილი და რეგისტრირებულია ვეფხია ლომიძის მოსამართლედ განწესებამდე რამდენიმე წლით ადრე. შესაბამისად, ინფორმაციის იმგვარად წარმოჩენა, თუნდაც ირიბად, რომ თითქოს მოსამართლე ვეფხია ლომიძის ძლიერი ქონებრივი მდგომარეობა მაკომპრომეტირებელი გარემოებაა, ცალსახად ემსახურება მოსამართლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ სანდოობის შემცირებას"- აღნიშნავენ სასამართლოში.

გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვეფხია ლომიძე, რომელმაც ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, შპს "პირამიდის" და რამდენიმე ბინის მფლობელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42