თიბისი ბანკი მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა მხარდამჭერია
საზოგადოება - 10:40, 17 Mar, 2017     1264
თიბისი ბანკი მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო დავინჩის“ მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის მემორანდუმი თიბისი ბანკსა და „შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს“ შორის უკვე გაფორმდა.

ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსი წელს მეშვიდედ ტარდება, წლევანდელი კონკურსისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.

„ლეონარდო და ვინჩის“ მიზანია ზოგად-საგანმანათლებო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის სტიმულირება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება და შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პროექტებით. მოსწავლეებს თავიანთი კვლევებისა და გამოგონებების წარდგენა 16 ქვეკატეგორიაში შეუძლიათ, მათ შორისაა მიკრობიოლოგია, მათემატიკა, ქიმია, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერები, საინჟინრო მექანიკა, რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები და სხვ.

თიბისი ბანკი კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ მხარდაჭერას შარშანაც ახორციელებდა. 2016 წელს ბანკმა თავისი რჩეული გამოავლინა, რომელსაც სპეციალური პრიზი გადასცა, ხოლო ყველა გამარჯვებულ მოსწავლეს თიბისი სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველი საგანაცხადო ფორმა 2017 წლის 10 აპრილამდე უნდა შეავსონ. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: rustaveli.org.ge






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42